https://sputnik-georgia.com/20250716/saqartvelos-da-koreas-shoris-unagdo-gadaxdebis-proeqti-iwyeba-294172398.html
საქართველოს და კორეის ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი დაიწყო
საქართველოს და კორეის ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველო არის პირველი არა აზიური ქვეყანა რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების... 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T14:00+0400
2025-07-16T14:00+0400
2025-07-16T14:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
სამხრეთი კორეა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, პროექტი ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.სებ-სა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი 2024 წელს მოეწერა. როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, საქართველო არის პირველი არააზიური ქვეყანა, რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე დაიგეგმა უნაღდო ანგარიშსწორების პროექტის განხორციელება. ამ მიზნით საქართველოს ეწვია კორეის აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლობითი დელეგაცია. ვიზიტის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა - საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.კორეელი ფინანსიტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო და ფინტექ-ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და ფინტექ-კომპანიებთან.სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის მომდევნო ეტაპებზე გათვალისწინებულია დეტალური ანალიზისა და შეფასების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის, რეგულაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სამხრეთი კორეა , ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სამხრეთი კორეა , ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს და კორეის ბანკებს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი დაიწყო
საქართველო არის პირველი არა აზიური ქვეყანა რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროექტი ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სებ-სა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი 2024 წელს მოეწერა.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, საქართველო არის პირველი არააზიური ქვეყანა, რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე დაიგეგმა უნაღდო ანგარიშსწორების პროექტის განხორციელება. ამ მიზნით საქართველოს ეწვია კორეის აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლობითი დელეგაცია.
ვიზიტის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა - საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.
„საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლების და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, რეგიონულ მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა გალდავამ.
კორეელი ფინანსიტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო და ფინტექ-ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და ფინტექ-კომპანიებთან.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის მომდევნო ეტაპებზე გათვალისწინებულია დეტალური ანალიზისა და შეფასების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის, რეგულაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.