https://sputnik-georgia.com/20250716/saqartvelo-eumetnet-wevri-gaxda-294177280.html
ამინდის პროგნოზები უფრო ზუსტი გახდება: საქართველო EUMETNET-ის წევრი გახდა
ამინდის პროგნოზები უფრო ზუსტი გახდება: საქართველო EUMETNET-ის წევრი გახდა
Sputnik საქართველო
შეთანხმების ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს შესაძლებლობა მიეცემა, ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნების ეროვნულ მეტეოროლოგიურ და... 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T19:33+0400
2025-07-16T19:33+0400
2025-07-16T19:33+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0f/293770561_0:0:2742:1543_1920x0_80_0_0_8081a7574d094ecb591c4c788f5dced3.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო ევროპის მეტეოროლოგიური ქსელის (EUMETNET) წევრი გახდა, შესაბამის თანამშრომლობისნ შეთანხმებას სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე გუბიანურმა მოაწერა ხელი.EUMETNET - დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც 33 წევრ და 6 ასოცირებულ ორგანიზაციას აერთიანებს.„თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხს საქართველოში და გააძლიერებს სააგენტოს შესაძლებლობებს კლიმატური სერვისებისა და ადრეული გაფრთხილების მიმართულებით“, - აღნიშნა ღუბიანურმა.მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს შესაძლებლობა მიეცემა, ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნების ეროვნულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან, მიიღოს მონაწილეობა საერთო პროგრამებსა და მოდულებში და ისარგებლოს ერთიანი სასწავლო რესურსებით.ევროპის მეტეოროლოგიური ქსელი (EUMETNET) წარმოადგენს თანამშრომლობისა და კოორდინაციის პლატფორმას ეროვნულ ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის, რაც ემსახურება ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზირების, კლიმატური მომსახურებებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0f/293770561_520:0:2733:1660_1920x0_80_0_0_29e480ea39f581e0cd024028db239c82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
ამინდის პროგნოზები უფრო ზუსტი გახდება: საქართველო EUMETNET-ის წევრი გახდა
შეთანხმების ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს შესაძლებლობა მიეცემა, ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნების ეროვნულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო ევროპის მეტეოროლოგიური ქსელის (EUMETNET) წევრი გახდა, შესაბამის თანამშრომლობისნ შეთანხმებას სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე გუბიანურმა მოაწერა ხელი.
EUMETNET - დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც 33 წევრ და 6 ასოცირებულ ორგანიზაციას აერთიანებს.
„თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების ხარისხს საქართველოში და გააძლიერებს სააგენტოს შესაძლებლობებს კლიმატური სერვისებისა და ადრეული გაფრთხილების მიმართულებით“, - აღნიშნა ღუბიანურმა.
მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს შესაძლებლობა მიეცემა, ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნების ეროვნულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან, მიიღოს მონაწილეობა საერთო პროგრამებსა და მოდულებში და ისარგებლოს ერთიანი სასწავლო რესურსებით.
ევროპის მეტეოროლოგიური ქსელი (EUMETNET) წარმოადგენს თანამშრომლობისა და კოორდინაციის პლატფორმას ეროვნულ ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის, რაც ემსახურება ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზირების, კლიმატური მომსახურებებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებასა და გაუმჯობესებას.