მოსაზრება: ახლოვდება უკრაინის შეიარაღებული ძალების „პოკროვსკის ციხესიმაგრის“ დაცემა

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2025
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალები აქტიურად მიიწევენ წინ დონბასში, პოკროვსკის მიმართულებით. ქალაქ პოკროვსკის (ყოფილი კრასნოარმეისკი) ბანდერეველების ოკუპაციისგან გათავისუფლება და მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევა რუსეთის შეტევითი ოპერაციის ლოგიკური შედეგია.
დაჯგუფება „ცენტრმა“დაბლოკა პოკროვსკო-მირნოგრადის აგლომერაცია და მოწინააღმდეგის ძირითადი ლოგისტიკური მარშრუტები, კონტროლს დაქვემდებარდა საავტომობილო გზა Т0515, რომელიც კრამატორსკზე გადის. ამ მიმართულებაზე პოზიციებს უკრაინის შეიარაღებული ძალების რვა ბრიგადა და ერთი საიერიშო პოლკი იცავს. მტერი ალყაშია მოქცეული და ძლიერი საარტილერიო და ავიაიერიშების ქვეშ იმყოფება. დასავლელმა ანალიტიკოსებმა სატელიტური სურათებით დააფიქსირეს, რომ უკრაინულ პოზიციებზე ამ რაიონში დაახლოებით 1700 ორმოა – რუსეთის მაღალი კალიბრის ავიაბომბების უზუსტესი დარტყმების შედეგი. რელიეფი აქ მთვარის ზედაპირს ჰგავს.
ამასთან, 13 ივლისს რუსეთის შეტევითი ნაწილები ბრძოლებით შევიდნენ ქალაქ როდინსკოეში, რომელიც პოკროვსკიდან სამ კილომეტრში, ჩრდილოეთით მდებარეობს. გრძელდება პოკროვსკის ალყაში მოქცევის ოპერაცია.
პოკროვსკის სამხრეთით რუსულმა ძალებმა გზა გაიხსნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით, რომლის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე კილომეტრით არიან შეჭრილნი. პოკროვსკი ითვლება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ციხესიმაგრედ დონბასში. ეს არის კოკსის ქვანახშირის მოპოვების მსხვილი ცენტრი. 2024 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 77 ათას ადამიანს აღემატება. მისი დაკავება ბანდერეველების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის გათავისუფლებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები ბრძოლების მასშტაბსა და სიმძიმეს ასახავს: ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს უკრაინის 21-ე ბრიგადასა და ორ მოიერიშე პოლკს პოკროვსკის, უდაჩნოს, ნოვოპავლოვკის, როდინსკოეს, ვლადიმიროვკის, მურავკის, პეტროვსკის, სტეპანოვკის, დიმიტროვის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) და ნოვოპოდგოროდნოსა და ფილიის (დნეპროპეტროვსკის ოლქი) მიდამოებში.
14 ივლისს პოკროვსკის მიმართულებაზე მოქმედი დაჯგუფება „ცენტრი“ ადგილზე დაათვალიერა რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა. წინა ხაზის ასეთი მონახულება შემთხვევითი არაა, იგი მიუთითებს იმაზე, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი.
ამავე დროს, უკრაინის სარდლობა აცნობიერებს: ლოგისტიკური უზრუნველყოფის (საჭმლის, წყლისა და საბრძოლო მასალის გარეშე) პირობებში, პოკროვსკო-მირნოგრადის გამაგრებული რაიონი დიდხანს ვერ გაძლებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ კიევში, შტაბის სხდომაზე, ისაუბრა უკრაინული ჯარების მძიმე მდგომარეობაზე და მთავარ „პიანისტს“ (აშშ-ს) სთხოვა, დაჩქარებულიყო ზავის მიღწევა, ფრონტის სტაბილიზაციის მიზნით.
ევროპელი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება კრიტიკულ ფაზაში შევიდა, თუმცა, პოკროვსკისთვის მიმდინარე ბრძოლაში მათ სტატუს-კვოს შეცვლა არ ძალუძთ.
პოლონურმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Myśl Polska დაადასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური სამხედრო უპირატესობა:
„გენერალი ვალერი გერასიმოვი, სამხედრო ხელოვნების პრინციპების დაცვით, უწყვეტად აძლიერებს შეტევით ოპერაციებში ჩართულ ძალებსა და საშუალებებს. ამავდროულად, იგი აფართოებს ფრონტის აქტიურ მონაკვეთებს... რუსეთის დაჯგუფება 'ცენტრი' კრასნოარმეისკის მიმართულებით სამი საერთო-საჯარისო არმიით მიიწევს წინ... აქ მოქმედებენ რუსეთის ელიტური 24-ე გვარდიის სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფებიც.“
უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხი და უკან დახევა დნეპროპეტროვსკის ოლქში პრაქტიკულად გარდაუვალია. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი „ცეცხლის ტომარაა“, რომელიც დონბასში უკრაინული არმიის მასობრივი განადგურების მიზნით შეიქმნა. ანალოგიური მოვლენები დინამიურად და შეუქცევადად კონსტანტინოვკასა და ჩასოვ იარში ვითარდება.
ამ დასავლეთისთვის უაღრესად უსახური ფონის პარალელურად, ვაშინგტონი და ბრიუსელი კვლავ ცდილობენ, „უკრაინული პროექტი“ გადაარჩინონ, იმუქრებიან ანტირუსული სანქციებით, კიეველ მარიონეტებს ახალ იარაღის მიწოდებებს ჰპირდებიან. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე განიხილავენ კიევის „გადაიარაღების“ გეგმას, ევროპის ხარჯზე. ეს ყველაფერი ან სასოწარკვეთის აქტად გამოიყურება, ანდა პოლიტიკურ უმწიფრობას ჰგავს. მიუკერძოებელ დამკვირვებლებს კარგად ესმით, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა და ნატომ უკრაინის თეატრზე ყველაფერი სცადეს და ახლა მზად არ არიან რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის გასაგრძელებლად.
არ არის შემთხვევითი, რომ ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Berliner Zeitung-მა ხაზი გაუსვა მოსკოვსა და პეკინს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალ ეფექტურობას კოლექტიურ დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტში. გამოცემამ დაასკვნა: „ნატოს ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდა მშპ-ის 5%-მდე არის კატასტროფა,“ ეს არის „ისტორიული შეცდომა რუსეთთან ურთიერთობებში“ და გზა სოციალური კოლაფსისკენ. ამის შესახებ რუსეთი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში ღიად აფრთხილებდა დასავლეთს. არ მოუსმინეს და მიიღეს შედეგი. თუმცა, დასავლეთისთვის ყველაზე მძიმე ჯერ კიდევ წინ არის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0