https://sputnik-georgia.com/20250716/ramdeni-tanxa-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-294170094.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს. 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T13:19+0400
2025-07-16T13:19+0400
2025-07-16T13:19+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 1.715,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 218,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,7%-ია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33,6%-ით ნაკლებია.ივნისში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა.ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის ივნისში 12,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 315,5 მლნ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ივნისში რუსეთიდან 41,1 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 13%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით მეტია.2025 წლის ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 190,5 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 1.715,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2025 წლის იანვარ-ივნისში
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 321,6 | 21,5 |
იტალია | 295,7 | 7,7 |
რუსეთი | 218,3 | -33,6 |
გერმანია | 143,3 | 19,3 |
საბერძნეთი | 138,3 | 10,6 |
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 218,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,7%-ია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33,6%-ით ნაკლებია.
ივნისში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის ივნისში 12,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 315,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის ივნისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 58,8 | 23,0 |
იტალია | 51,6 | 12,8 |
რუსეთი | 41,1 | -13,0 |
გერმანია | 27,2 | 21,4 |
საბერძნეთი | | |
2025 წლის ივნისში რუსეთიდან 41,1 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 13%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით მეტია.
2025 წლის ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 190,5 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტია.