https://sputnik-georgia.com/20250716/ramdenad-gaizarda-saqartvelos-sagareo-vachroba-294155849.html
რამდენად გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ახალი მონაცემები
რამდენად გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წლის ივნისში ექსპორტმა 639,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვისთვის რეკორდული მოცულობაა 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T11:00+0400
2025-07-16T11:00+0400
2025-07-16T11:09+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_0:0:3079:1733_1920x0_80_0_0_ca6a8d3ad33ae0a545e764ceb51c5073.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-ივნისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა და 12 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12,4%-ით მეტი.ექსპორტმა 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,7%-ით მეტია.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11,6%-ით მეტია.საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 23,4 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გამოკლებით), ხოლო გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობით განხორციელდა - თითქმის 8%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით.2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 16,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 8,1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_bf019299d30ccb24099f53e2d517cd15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქსტატი
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქსტატი
რამდენად გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ახალი მონაცემები
11:00 16.07.2025 (განახლებულია: 11:09 16.07.2025) 2025 წლის ივნისში ექსპორტმა 639,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვისთვის რეკორდული მოცულობაა
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-ივნისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა და 12 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12,4%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარი-ივნისი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 3,2 | 13,7 |
იმპორტი | 8,7 | 12,4 |
სულ | 11,9 | 12,7 |
ექსპორტმა 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,7%-ით მეტია.
„2025 წლის ივნისში ექსპორტი გასული წლის ივნისთან შედარებით 10,3%-ით გაიზარდა და 639,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვისთვის რეკორდული მოცულობაა“, - იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11,6%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 23,4 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გამოკლებით), ხოლო გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობით განხორციელდა - თითქმის 8%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით.
2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 16,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 8,1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.