https://sputnik-georgia.com/20250716/gwp-aleqsidzis-quchaze-cklis-s-stemas-ganaaxlebs-294175734.html
GWP: ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდება
GWP: ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდება
Sputnik საქართველო
სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე კომპანიამ წყალმომარაგების ქსელების ძირითადი ნაწილი უკვე მოაწყო, რის შემდეგაც წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება. 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T16:53+0400
2025-07-16T16:53+0400
2025-07-16T16:53+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_0:80:1924:1162_1920x0_80_0_0_bc43363d58ea1c867dcf46f42c1656ee.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება GWP-ს 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. კომპანია პროექტში 1,2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.GWP-ის ცნობით, ახალ ქსელზე 42 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 4 სახანძრო ჰიდრანტი და 42 საკვანძო ჭა მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე კომპანიამ წყალმომარაგების ქსელების ძირითადი ნაწილი უკვე მოაწყო, რის შემდეგაც წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება. სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ ალექსიძის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_136:0:1789:1240_1920x0_80_0_0_b3d5d56b5a97e89c8cd4969c4a595c39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
GWP: ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდება
სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე კომპანიამ წყალმომარაგების ქსელების ძირითადი ნაწილი უკვე მოაწყო, რის შემდეგაც წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება GWP-ს 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. კომპანია პროექტში 1,2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„ალექსიძის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტი ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება 1,6 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები”, - განაცხადა კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
GWP-ის ცნობით, ახალ ქსელზე 42 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 4 სახანძრო ჰიდრანტი და 42 საკვანძო ჭა მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე კომპანიამ წყალმომარაგების ქსელების ძირითადი ნაწილი უკვე მოაწყო, რის შემდეგაც წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება.
სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ ალექსიძის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგება.