https://sputnik-georgia.com/20250716/gcca-tktge-da-biletebige-moqalaqeebs-biletis-tanxa-srulad-unda-daubrunon-294174384.html
GCCA: tkt.ge -მ და biletebi.ge-მ მომხმარებელს ბილეთის თანხა სრულად უნდა დაუბრუნონ
GCCA: tkt.ge -მ და biletebi.ge-მ მომხმარებელს ბილეთის თანხა სრულად უნდა დაუბრუნონ
Sputnik საქართველო
მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო, აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T15:29+0400
2025-07-16T15:29+0400
2025-07-16T15:29+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487084_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_756d96f9bb2c13122b478210b2a25dbe.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თინეთის“ (www.tkt.ge ) და „ელ.ბილეთების“ (www.biletebi.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.GCCA-ის ცნობით, საქმე ეხება ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, მომხმარებლს გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.როგორც სააგენტოში განმარტეს, გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჯამური გადახდა ხორციელდება ერთ პლატფორმაზე და ერთი ტრანზაქციის ფარგლებში - ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა, რადგან თუ მომხმარებელი მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდის, ბილეთს ვერ შეიძენს და შესაბამისად ღონისძიებასაც ვერ დაესწრება.სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250487084_108:0:1813:1279_1920x0_80_0_0_d71bc30c10f3066382f05a60c791ad6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
GCCA: tkt.ge -მ და biletebi.ge-მ მომხმარებელს ბილეთის თანხა სრულად უნდა დაუბრუნონ
მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო, აღნიშნავენ კონკურენციის სააგენტოში
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თინეთის“ (www.tkt.ge ) და „ელ.ბილეთების“ (www.biletebi.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GCCA-ის ცნობით, საქმე ეხება ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, მომხმარებლს გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.
„საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტული ღონისძიების გაუქმების დროს, მომხმარებლებმა მხოლოდ ბილეთის საფასური დაიბრუნეს, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში განმარტეს, გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჯამური გადახდა ხორციელდება ერთ პლატფორმაზე და ერთი ტრანზაქციის ფარგლებში - ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა, რადგან თუ მომხმარებელი მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდის, ბილეთს ვერ შეიძენს და შესაბამისად ღონისძიებასაც ვერ დაესწრება.
„მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო. შესაბამისად, მომხმარებლებმა, რომლებმაც www.biletebi.ge -სა და www.tkt.ge -ზე შეიძინეს ბილეთები, ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში უნდა მიიღონ ბილეთში გადახდილი თანხა სრულად, მათ შორის, საიტის მომსახურების საკომისიოც”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ.