https://sputnik-georgia.com/20250716/avarriul-korpusshi-sagamoziebo-moqmedebebi-dasrulda-294169796.html
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
Sputnik საქართველო
კორპუსიდან 102 ადამიანი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T09:29+0400
2025-07-16T09:29+0400
2025-07-16T09:29+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286212341_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5431f2251f69c83c770dcb929b0110af.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისში, „სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.შემთხვევის ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დასუფთავებითი სამუშაოები ჩატარდა.თბილისის განვითარების ფონდმა უკვე აღწერა ექვსი ოჯახის საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა და პროცესი გაგრძელდება.როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნულ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს განაახლებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მობინადრისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან 102 ადამიანი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286212341_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_a6d0be426393a76caff330d8848c4de2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
კორპუსიდან 102 ადამიანი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისში, „სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დასუფთავებითი სამუშაოები ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული კორპუსის მობინადრეებს დღეს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში, კონკრეტული განრიგის მიხედვით, ექნებათ შესაძლებლობა შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობით გამოიტანონ.
თბილისის განვითარების ფონდმა უკვე აღწერა ექვსი ოჯახის საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა და პროცესი გაგრძელდება.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნულ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.
მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს განაახლებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მობინადრისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან 102 ადამიანი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.