https://sputnik-georgia.com/20250715/tbilisis-ramdenime-ubanshi-shuqnishnebi-gaitisha-294165160.html
თბილისის რამდენიმე უბანში შუქნიშნების ნაწილი გამორთულია
თბილისის რამდენიმე უბანში შუქნიშნების ნაწილი გამორთულია
Sputnik საქართველო
დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის ნაწილში შუქნიშნების გამორთვა ელექტროგადამცემი ხაზის და ქვესადგურის ავარიული გამორთვაა. 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T19:45+0400
2025-07-15T19:45+0400
2025-07-15T19:45+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_cedb36d630f4cf151fca146ac259bfbe.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონებში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.უწყების ცნობით, დღეს ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, რის შედეგადაც დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნების ნაწილი გამორთულია.ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, შეფერხება იყო მეტროპოლიტენშიც. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ყველა მეტროს სადგური შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_cef1e356d6ee8556a2961ce2ca151f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის რამდენიმე უბანში შუქნიშნების ნაწილი გამორთულია
დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის ნაწილში შუქნიშნების გამორთვა ელექტროგადამცემი ხაზის და ქვესადგურის ავარიული გამორთვაა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონებში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღეს ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, რის შედეგადაც დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონების მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნების ნაწილი გამორთულია.
„ელექტროენერგიის აღდგენასთან ერთად შუქნიშნები ეტაპობრივად ჩაირთვება.შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, შეფერხება იყო მეტროპოლიტენშიც.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ყველა მეტროს სადგური შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს.