https://sputnik-georgia.com/20250715/saqartvelom-rusetidan-xorblis-importi-gaaormaga-294164378.html
საქართველომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი ოქტომბრიდან თითქმის გააორმაგა
საქართველომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი ოქტომბრიდან თითქმის გააორმაგა
Sputnik საქართველო
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T18:00+0400
2025-07-15T18:00+0400
2025-07-15T18:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:877:2018:2012_1920x0_80_0_0_9f74c29890f8765b1cc5e95a88da3b10.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. რუსეთიდან საქართველოში ხორბლის მიწოდებამ მიმდინარე წლის მაისში, ოქტომბრის შემდეგ, მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, თითქმის გაორმაგდა ერთ წელიწადში, ხოლო ერთ თვეში გაიზარდა 15%-ით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.მაისში საქართველოში რუსული ხორბლის მთლიანმა იმპორტმა 9.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მოსკოვმა თბილისს 27.9 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი მიჰყიდა, რაც 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.რუსული ხორბლის მიწოდება თითქმის ყოველთვის იყო საქართველოსთვის მთავარი და მუდმივი, თუმცა ქვეყანა პერიოდულად კიდევ ყიდულობს ამ კულტურას მნიშვნელოვანი რაოდენობით ყაზახეთიდნ.2025 წლის მაისის შედეგებით, მან ქართული იმპორტში მეორე ადგილი დაიკავა, თითქმის 5 მილიონი დოლარის ხორბლის გაყიდვით, რაც 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს აპრილის მაჩვენებელზე 2.6-ჯერ მეტია.ხორბლის გარდა, მიმდინარე წლის მაისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 329 ათასი დოლარის ღირებულების წიწიბურა, 97 ათასი დოლარის ღირებულების შვრია და 16 ათასი დოლარის ღირებულების ქერი ჩამოვიდა.ასევე, სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ რუსული სიმინდის იმპორტი შეაჩერა: მაისში იმპორტი არ ყოფილა, მანამდე კი ის არათანაბრად მცირდებოდა დეკემბრერში 1.2 მილიონი დოლარის ლოკალური პიკიდან მხოლოდ 35 000 დოლარამდე აპრილში. ამავდროულად, გასული წლის მაისში მიწოდებებმა 1.4 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:534:2018:2048_1920x0_80_0_0_b23621d9a9a7d4bca1772a5194680aff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი ოქტომბრიდან თითქმის გააორმაგა
რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ძირითადი იმპორტიორია
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. რუსეთიდან საქართველოში ხორბლის მიწოდებამ მიმდინარე წლის მაისში, ოქტომბრის შემდეგ, მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, თითქმის გაორმაგდა ერთ წელიწადში, ხოლო ერთ თვეში გაიზარდა 15%-ით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
მაისში საქართველოში რუსული ხორბლის მთლიანმა იმპორტმა 9.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მოსკოვმა თბილისს 27.9 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი მიჰყიდა, რაც 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რუსული ხორბლის მიწოდება თითქმის ყოველთვის იყო საქართველოსთვის მთავარი და მუდმივი, თუმცა ქვეყანა პერიოდულად კიდევ ყიდულობს ამ კულტურას მნიშვნელოვანი რაოდენობით ყაზახეთიდნ.
2025 წლის მაისის შედეგებით, მან ქართული იმპორტში მეორე ადგილი დაიკავა, თითქმის 5 მილიონი დოლარის ხორბლის გაყიდვით, რაც 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს აპრილის მაჩვენებელზე 2.6-ჯერ მეტია.
საქართველო ყაზახურ ხორბალს არარეგულარულად ყიდულობს: 2014 წლის შემდეგ მიწოდება მრავალთვიანი პაუზით ხდება თითქმის ერთი წელი ან მეტი ხნის განმავლობაში პაუზით ხდებოდა. ბოლო ასეთი პაუზა 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა.
ხორბლის გარდა, მიმდინარე წლის მაისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 329 ათასი დოლარის ღირებულების წიწიბურა, 97 ათასი დოლარის ღირებულების შვრია და 16 ათასი დოლარის ღირებულების ქერი ჩამოვიდა.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ რუსული სიმინდის იმპორტი შეაჩერა: მაისში იმპორტი არ ყოფილა, მანამდე კი ის არათანაბრად მცირდებოდა დეკემბრერში 1.2 მილიონი დოლარის ლოკალური პიკიდან მხოლოდ 35 000 დოლარამდე აპრილში. ამავდროულად, გასული წლის მაისში მიწოდებებმა 1.4 მილიონი დოლარი შეადგინა.