https://sputnik-georgia.com/20250715/ra-xdeba-tbilisis-uzravi-qonebis-bazarze-294155711.html
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
Sputnik საქართველო
დედაქალაქში 2025 წლის პირველ ხუთ თვეში 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების 15,9 ათასი ბინა გაიყიდა 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T12:00+0400
2025-07-15T12:00+0400
2025-07-15T12:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279595899_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_3ae870bfbf241eb42c8ca466eed07423.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-მაისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.ანალიტიკოსებმა 2025 წლის ივნისში ჩაატარეს სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელმაც მოიცვა 135-ზე მეტი საცხოვრებელი პროექტი თბილისში (პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%). კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გაყიდული ბინების 77% საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდა. რაც შეეხება უცხოელებს, თბილისში ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა ისრაელის (11%) და რუსეთის (2%) მოქალაქეებმა შეიძინეს.დედაქალაქში 2025 წლის პირველ ხუთ თვეში 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების 15,9 ათასი ბინა გაიყიდა (+2,6% 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).2025 წლის მაისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა და 1.331 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა), ფასი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა და 1.253 დოლარი შეადგინა.ბაზრის კვლევის თანახმად, მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ყოველთვიური ქირა უმნიშვნელოდ, 2%-ით, შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 9,3 დოლარს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0f/279595899_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_b6a966e2f8887f7fdb5188afe7fc1e17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
დედაქალაქში 2025 წლის პირველ ხუთ თვეში 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების 15,9 ათასი ბინა გაიყიდა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-მაისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.
ანალიტიკოსებმა 2025 წლის ივნისში ჩაატარეს სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელმაც მოიცვა 135-ზე მეტი საცხოვრებელი პროექტი თბილისში (პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%). კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გაყიდული ბინების 77% საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდა. რაც შეეხება უცხოელებს, თბილისში ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა ისრაელის (11%) და რუსეთის (2%) მოქალაქეებმა შეიძინეს.
დედაქალაქში 2025 წლის პირველ ხუთ თვეში 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების 15,9 ათასი ბინა გაიყიდა (+2,6% 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
რაც შეეხება მხოლოდ მაისის მონაცემებს, საქართველოს დედაქალაქში 3,3 ათასი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 4,3%-ით ნაკლებია. მეორად ბაზარზე გაყიდვები 6,5%-ით , ხოლო პირველად ბაზარზე 2,2%-ით გაიზარდა. ზრდა განპირობებულია რამდენიმე პროექტში ადრე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით.
2025 წლის მაისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა და 1.331 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა), ფასი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა და 1.253 დოლარი შეადგინა.
ბაზრის კვლევის თანახმად, მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ყოველთვიური ქირა უმნიშვნელოდ, 2%-ით, შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 9,3 დოლარს მიაღწია.