https://sputnik-georgia.com/20250715/mexanzreebi-tkis-masivebs-gaakontroleben-294164227.html
ტყის ხანძრები საქართველოში: მეხანძრე- მაშველები ტყის მასივებს გააკონტროლებენ
ტყის ხანძრები საქართველოში: მეხანძრე- მაშველები ტყის მასივებს გააკონტროლებენ
Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T17:31+0400
2025-07-15T17:31+0400
2025-07-15T17:31+0400
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24117/78/241177823_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_51f64f4fb52a8b9f9d209639a2498a2b.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ხანძრების გაჩენის რისკის მატების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით ტყის მასივების პატრულირებას დაიწყებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. „დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში”, -აღნიშნავენ უწყებაში.საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24117/78/241177823_57:0:945:666_1920x0_80_0_0_2d137904d63aeb6d5d64121ca467dcca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
ტყის ხანძრები საქართველოში: მეხანძრე- მაშველები ტყის მასივებს გააკონტროლებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ხანძრების გაჩენის რისკის მატების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით ტყის მასივების პატრულირებას დაიწყებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა რისკის ზონებში მონიტორინგი. პრევენციის და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეხანძრე-მაშველები, ყველა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის გამოყენებით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ ტყის მასივებში პატრულირებას”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
„დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში”, -აღნიშნავენ უწყებაში.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.