ამერიკელ მარტინდეილს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2025
გამოწერა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ამერიკელ დენიელ მარტინდეილს, რომელიც მოსკოვს უკრაინასთნ კონფლიქტში ეხმარებოდა, რუსული პასპორტი გადაეცა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„პატივი მაქვს, პირადად გადავცე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი დენიელ მარტინდეილს, რომელმაც თავისი ერთგულებითა და ქმედებებით უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ის ერთერთი ჩვენგანია. ჩვენგან ეს პატივისცემისა და მადლიერების ნიშანია იმისთვის, რაც დენიელმა გააკეთა“, — განაცხადა დონეცკის მეთაურმა დენის პუშილინმა.
მისი თქმით, მარტინდეილისგან მიღებულმა ინფორმაციამ მთავარი როლი შეასრულა კურახოვოს გათავისუფლებაში, რომლის აღებაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2024 წლის 6 იანვარს გამოაცხადა.
როგორც პუშილინმა განმარტა, დენიელ მარტინდეილს რუსეთის მოქალაქეობა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებით მიენიჭა.
ცერემონიაზე მარტინდეილმა ფიცი წაიკითხა, რის შემდეგაც პასპორტი მიიღო და მასში ხელმოწერა დააფიქსირა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ყოფილ ამერიკელს დონეცკის ორდენიც გადაეცა, ვინაიდან მისმა ქმედებებმა „რესპუბლიკის ბევრი მცხოვრების სიცოცხლე იხსნა“.
ყველა ახალი ამბავი
0