https://sputnik-georgia.com/20250715/gcca-6-tvis-angarishs-aqveknebs-294159996.html
GCCA: ბოლო ექვს თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 67 ფაქტი დადასტურდა
GCCA: ბოლო ექვს თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 67 ფაქტი დადასტურდა
Sputnik საქართველო
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს. 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T15:00+0400
2025-07-15T15:00+0400
2025-07-15T15:00+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/86/234438622_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_c3635712dc64c94397f046389c37c5d8.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 2025 წლის ექვს თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 109 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 67 დარღვევის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წლის ექვს თვეში 602 განაცხადი დაფიქსირდა, შემოსული განცხადებების რაოდენობა 48%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს 68 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 29.018 ლარის ოდენობით.ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სააგენტონ დაასრულა 1 მოკვლევა, ხოლო 3 - ფარმაცევტული, თევზის ბაზრობის და ონლაინ სერვისების ბაზრის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია - დასრულებული მოკვლევა ეხებოდა შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“, სადაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დადგინდა და ეკონომიკურ აგენტებს 848.276 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.გარდა ამისა, 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში 7.976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. GCCA-მ თანხმობა გასცა 9 კონცენტრაციაზე. უმრავლესობა სამშენებლო და FMCG–ი სექტორში იქნა განხორციელებული.ანტიდემპინგური პოლიტიკის აღსრულების პროცესში მიმდინარე რეჟიმშია - ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესწავლის საკითხი.უწყების ცნობით, ცვლილება შევიდა ,,კონკურენციის შესახებ“ კანონში და სააგენტოში 5 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭოს შექმნის ჩანაწერი გაუქმდა. მმართველობითი სტრუქტურის არსებული მოდელის შენარჩუნება უზრუნველყოფს საბიუჯეტო ფინანსური რესურსების დაზოგვას, როგორც ერთჯერადად, ასევე ყოველწლიურ ჭრილში.საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით, 2025 წელს 90-მდე ქვეყნის ერთობლივი თანხმობით, 2026-2027 წელს, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელს GCCA-ი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ვაშინგტონში იქნა მიღებული. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება ეხება - მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც GCCA-ის ორი გადაწყვეტილება საუკეთესოდ დასახელდა, მათ შორის, ფარმაციის ქეისი.ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/86/234438622_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_30bce77936d791f2d106900c898f4c74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
GCCA: ბოლო ექვს თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 67 ფაქტი დადასტურდა
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. 2025 წლის ექვს თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 109 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 67 დარღვევის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წლის ექვს თვეში 602 განაცხადი დაფიქსირდა, შემოსული განცხადებების რაოდენობა 48%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს 68 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 29.018 ლარის ოდენობით.
უწყების ცნობით, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 90 საქმეზე 83 შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შემუშავდა 10 სტანდარტი.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სააგენტონ დაასრულა 1 მოკვლევა, ხოლო 3 - ფარმაცევტული, თევზის ბაზრობის და ონლაინ სერვისების ბაზრის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია - დასრულებული მოკვლევა ეხებოდა შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“, სადაც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დადგინდა და ეკონომიკურ აგენტებს 848.276 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ.
„სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგების მიხედვით, GCCA-ის მიერ დაიწყო 1 ბაზრის შესწავლა - პესტიციდებისა და აგროქიმიკატების. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით განახლდა თხილის და მოცვის ბაზრებზე დაკვირვება, ხოლო მიმდინარე შესწავლის რეჟიმშია - FMCG, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრები", - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში 7.976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. GCCA-მ თანხმობა გასცა 9 კონცენტრაციაზე. უმრავლესობა სამშენებლო და FMCG–ი სექტორში იქნა განხორციელებული.
ანტიდემპინგური პოლიტიკის აღსრულების პროცესში მიმდინარე რეჟიმშია - ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის სავარაუდო დემპინგური იმპორტის შესწავლის საკითხი.
უწყების ცნობით, ცვლილება შევიდა ,,კონკურენციის შესახებ“ კანონში და სააგენტოში 5 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭოს შექმნის ჩანაწერი გაუქმდა. მმართველობითი სტრუქტურის არსებული მოდელის შენარჩუნება უზრუნველყოფს საბიუჯეტო ფინანსური რესურსების დაზოგვას, როგორც ერთჯერადად, ასევე ყოველწლიურ ჭრილში.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით, 2025 წელს 90-მდე ქვეყნის ერთობლივი თანხმობით, 2026-2027 წელს, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელს GCCA-ი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ვაშინგტონში იქნა მიღებული. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება ეხება - მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც GCCA-ის ორი გადაწყვეტილება საუკეთესოდ დასახელდა, მათ შორის, ფარმაციის ქეისი.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.