https://sputnik-georgia.com/20250715/avariuli-korpusis-mobinadreebi-sasrumroebshi-gadaiyvanes-294155526.html
მერიამ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილი სასტუმროებში განათავსა
მერიამ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილი სასტუმროებში განათავსა
Sputnik საქართველო
14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი... 15.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-15T09:29+0400
2025-07-15T09:29+0400
2025-07-15T10:12+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ სასტუმროებში გადაიყვანა - კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებშია.14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.მერია ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ ოჯახთან, რომლებმაც, მიუხედავად მომხდარისა, შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს.ამასთან, მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს განაახლებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მობინადრისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.როგორც გუშინ შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ დაზარალებული მოსახლეობა სასტუმრო „იბერიალსა" და სასტუმრო „აფაში" განათავსა. ამასთან, გამგეობა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვა სასტუმროების მოძიებასაც დაზარალებულთა დასაბინავებლად.შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დაასრულა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერიამ ავარიულ კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილი სასტუმროებში განათავსა
09:29 15.07.2025 (განახლებულია: 10:12 15.07.2025) 14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ სასტუმროებში გადაიყვანა - კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებშია.
14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
მერია ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ ოჯახთან, რომლებმაც, მიუხედავად მომხდარისა, შენობის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
ამასთან, მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს განაახლებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მობინადრისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული კორპუსი ავარიულია, რის შესახებაც გამგეობის მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ მოსახლეობას ინფორმაცია. გვქონდა კომუნიკაცია და შეთავაზებული იყო ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც მერია ახორციელებს", - განაცხადა თბილისის საკრებულოს დიდიუბის რაიონის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.
როგორც გუშინ შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ დაზარალებული მოსახლეობა სასტუმრო „იბერიალსა" და სასტუმრო „აფაში" განათავსა. ამასთან, გამგეობა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვა სასტუმროების მოძიებასაც დაზარალებულთა დასაბინავებლად.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დაასრულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.