თბილისში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა: ვინ არის დამნაშავე? - ვიდეო

გამოწერა
თბილისში 14 ივლისის დღის მეორე ნახევარში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას ორი ადამიანი (ქალი და მამაკაცი) ემსხვერპლა. მოგვიანებით. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ქალი იპოვეს, რომელიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეტრო „სადგურის მოედნის" მიმდებარედ, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთაზე მდებარე სახლი ავარიული იყო - ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მოსახლეობამ შენობის ფასადზე სერიოზული ნაპრალები დააფიქსირა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და შინაგა საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. ტრაგედიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გვიან ღამით დასრულდა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ერთი წელია, რაც ხელისუფლება ავარიული კორპუსის მობინადრეებთან შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათ შესთავაზეს ახალ კორპუსში ბინები, რომლის მშენებლობაც ავარიული შენობის ადგილას იგეგმება.
მოსახლეობას ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე დროებითი საცხოვრებლის ქირაობა შესთავაზეს. თუმცა, მოსახლეობის ნაწილმა შეთავაზებაზე უარი თქვა და ავარიულ შენობაში დარჩა, შესაბამისად, კორპუსის დემონტაჟი ვერ განხორციელდა - კანონმდებლობით, შენობის დემონტაჟისთვის ხელისუფლებამ მაცხოვრებელთა სრული თანხმობა უნდა მიიღოს.
ამ დროისთვის, ტრაგედიის შემდეგ, კორპუსის ირგვლივ ტერიტორია შემოღობილია, როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, შენობა სრულად ამორტიზებულია. ავარიული სახლის მცხოვრებლები მერიამ სასტუმროებში განათავსა, შენობის შემდგომი ჩამონგრევის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0