https://sputnik-georgia.com/20250714/tkeshi-qcevis-wesebs-qr-kotit-gaecnobit-294150932.html
ტყეში ქცევის წესების გაცნობა QR-კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი
ტყეში ქცევის წესების გაცნობა QR-კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი
Sputnik საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საინფორმაციო ბანერი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება. 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T18:14+0400
2025-07-14T18:14+0400
2025-07-14T18:14+0400
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262719157_0:116:3133:1878_1920x0_80_0_0_02ca7fdb0c67507000554eb6578d7343.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანძრების თავიდან ასარიდებლად, ტყეში ქცევის წესების გაცნობა QR-კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს.უწყების ცნობით, „დაიცავი ტყეში ქცევის წესები" - საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება ექნებათ QR-კოდის საშუალებით გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საინფორმაციო ბანერი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე ვადით.საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262719157_216:0:2945:2047_1920x0_80_0_0_f607a9ddf468ab4b97d4cdebdb969ef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
ტყეში ქცევის წესების გაცნობა QR-კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საინფორმაციო ბანერი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანძრების თავიდან ასარიდებლად, ტყეში ქცევის წესების გაცნობა QR-კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს.
უწყების ცნობით, „დაიცავი ტყეში ქცევის წესები" - საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება ექნებათ QR-კოდის საშუალებით გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საინფორმაციო ბანერი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.
„სიახლე შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ის რისკები, რასაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივყავართ, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითად მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე ვადით.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.