https://sputnik-georgia.com/20250714/shss-shenobidan-moqalaqeebis-evakuacia-droulad-ganxorcielda-294152880.html
შსს: „სადგურის მოედანზე“ ჩამონგრეული შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მყისიერად მოხდა
შსს: „სადგურის მოედანზე“ ჩამონგრეული შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მყისიერად მოხდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ... 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T20:06+0400
2025-07-14T20:06+0400
2025-07-14T20:05+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286211998_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a3f60998688f73730944277c4485ecc6.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.შემთხვევა თბილისში, დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნანგრევებში ორი პირი მოყვა.უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.უწყება მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/09/286211998_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_ef34782eb67d02b03f8d6335f6a117d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შსს: „სადგურის მოედანზე“ ჩამონგრეული შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მყისიერად მოხდა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შემთხვევა თბილისში, დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნანგრევებში ორი პირი მოყვა.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
„ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
უწყება მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.