https://sputnik-georgia.com/20250714/saqartvelom-maisshi-rusetidan-navtobproduqtebis-importi-sheamcira-294151268.html
საქართველომ მაისში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეამცირა
საქართველომ მაისში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეამცირა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის პირველი ხუთ თვეში რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებამ 242.9 მლნ დოლარი შეადგინა - გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T19:06+0400
2025-07-14T19:06+0400
2025-07-14T19:14+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/05/248310529_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_3970fdad4cb16ef643dd5663a0fc254e.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველომ მაისში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი აპრილთან შედარებით 20%-ზე მეტით შეამცირა – მინიმუმამდე ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა წლიური მაჩვენებლით შესყიდვები 40%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში. ამგვარად, მაისში საქართველოს მიერ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებმა 37.9 მილიონი დოლარი შეადგინა. თვის განმავლობაში იგი 22%-ით შემცირდა - მინიმუმამდე 2024 წლის ნოემბრიდან. თუმცა, წლიურ მაჩვენებელში 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებამ 242.9 მილიონი დოლარი შეადგინა - 15%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.ნავთობპროდუქტების გარდა, მაისში საქართველომ რუსეთიდან გაზიც შეიძინა - ბუნებრივი აირის მიწოდება თვეში 7,4-ჯერ შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში 8,5%-ით გაიზარდა - 987,1 ათას დოლარამდე.ასევე იმპორტირებული იქნა 860,9 ათასი დოლარის ღირებულების თხევადი აირი (პროპანი) და 2,7 მლნ დოლარის ღირებულების სხვა სახის თხევადი აირები (ბუნებრივი აირის, პროპანის, ბუტანის, ეთილენის, პროპილენის, ბუტილენის და ბუტადიენის გარდა), რაც თითქმის ორჯერ მეტია როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24831/05/248310529_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f16afc52f9f4a37f846b10b906b3962e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველომ მაისში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შეამცირა
19:06 14.07.2025 (განახლებულია: 19:14 14.07.2025) მიმდინარე წლის პირველი ხუთ თვეში რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებამ 242.9 მლნ დოლარი შეადგინა - გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველომ მაისში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი აპრილთან შედარებით 20%-ზე მეტით შეამცირა – მინიმუმამდე ექვსი თვის განმავლობაში, თუმცა წლიური მაჩვენებლით შესყიდვები 40%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
ამგვარად, მაისში საქართველოს მიერ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებმა 37.9 მილიონი დოლარი შეადგინა. თვის განმავლობაში იგი 22%-ით შემცირდა - მინიმუმამდე 2024 წლის ნოემბრიდან. თუმცა, წლიურ მაჩვენებელში 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებამ 242.9 მილიონი დოლარი შეადგინა - 15%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.
ამასთან, რუსეთმა შეინარჩუნა პირველი ადგილი საქართველოს ნავთობპროდუქტების მთავარ მიმწოდებლებს შორის. ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდნენ რუმინეთი (18.7 მლნ დოლარი), თურქეთი (14.6 მლნ დოლარი), ბულგარეთი (9.1 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (7.5 მლნ დოლარი).
ნავთობპროდუქტების გარდა, მაისში საქართველომ რუსეთიდან გაზიც შეიძინა - ბუნებრივი აირის მიწოდება თვეში 7,4-ჯერ შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში 8,5%-ით გაიზარდა - 987,1 ათას დოლარამდე.
ასევე იმპორტირებული იქნა 860,9 ათასი დოლარის ღირებულების თხევადი აირი (პროპანი) და 2,7 მლნ დოლარის ღირებულების სხვა სახის თხევადი აირები (ბუნებრივი აირის, პროპანის, ბუტანის, ეთილენის, პროპილენის, ბუტილენის და ბუტადიენის გარდა), რაც თითქმის ორჯერ მეტია როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში.