https://sputnik-georgia.com/20250714/ramden-mgzavrs-moemsaxurnen-aeroportebi-6-tveshi-294146477.html
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები ექვს თვეში
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები ექვს თვეში
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T14:29+0400
2025-07-14T14:29+0400
2025-07-14T14:29+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277083030_0:7:2564:1449_1920x0_80_0_0_4ebdf4d2ed2527960b2e7e5b43a2756e.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველი ნახევარი მგზავრთნაკადის და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების აგაერთიანება.საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტია - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.უწყების ცნობით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2025 წლის იანვარ-ივნისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა და 3.654,063 მგზავრი მშეადგინა. რეისების რაოდენობა კი16%-ით გაიზარდა - აეროპორტები 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.კონკრეტული აეროპორტების მიხედვით მონაცემები ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,35, 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 11,814 რეისი მიიღო, რამაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-იანი ზრდა აჩვენა.ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც – იანვარ-ივნისში გადაყვანილ იქნა 833.512 მგზავრი, ზრდა 2024 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ს შეადგენს. რეისების ოდენობამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2,505 შეადგინა, რაც 8 %-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450.330 მგზავრსა და 2,121 რეისს მოემსახურა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-იანი და რეისების 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277083030_289:0:2564:1706_1920x0_80_0_0_3331182fcb47d4410e7b17771b32f649.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები ექვს თვეში
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველი ნახევარი მგზავრთნაკადის და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების აგაერთიანება.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტია - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
უწყების ცნობით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2025 წლის იანვარ-ივნისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა და 3.654,063 მგზავრი მშეადგინა. რეისების რაოდენობა კი16%-ით გაიზარდა - აეროპორტები 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
კონკრეტული აეროპორტების მიხედვით მონაცემები ასეთია:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,35, 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 11,814 რეისი მიიღო, რამაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-იანი ზრდა აჩვენა.
ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც – იანვარ-ივნისში გადაყვანილ იქნა 833.512 მგზავრი, ზრდა 2024 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ს შეადგენს. რეისების ოდენობამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2,505 შეადგინა, რაც 8 %-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450.330 მგზავრსა და 2,121 რეისს მოემსახურა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-იანი და რეისების 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.