https://sputnik-georgia.com/20250714/msoplio-saklubo-chempionatis-gamarjvebuli-chelsia-294144288.html
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ჩელსი“ გახდა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ჩელსი“ გახდა
Sputnik საქართველო
უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში ოთხი ტურნირი მოიგო, მეხუთე ტიტულის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა. 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T08:00+0400
2025-07-14T08:00+0400
2025-07-14T11:10+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24385/38/243853800_0:205:2912:1843_1920x0_80_0_0_ac6008ff790cf13368d001678568c949.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ლონდონის „ჩელსიმ“ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში ოთხი ტურნირი მოიგო, მეხუთე ტიტულის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა.მატჩი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართა - შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპიც ესწრებოდნენ.მატჩის ბედი ინგლისურმა კლუბმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა - „ჩელსი“ 22-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კოულ პალმერის გოლით დაწინაურდა, რომელმაც რვა წუთში დუბლი შეასრულა, 43-ე წუთზე კი მესამე გოლი ჟოაუ პედრომ გაიტანა.მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალ გზაზე „ჩელსიმ“ ექვსიდან ხუთი თამაში („ბენფიკასთან“ დამატებით დროში ) მოიგო. ნახევარფინალში ლონდონელებმა „ფლუმინენსე“ ანგარიშით 2:0 დაამარცხეს - ბრაზილიელმა ჟოაო პედრომ თავის მშობლიურ კლუბს ორი გოლი გაუტანა და „ჩელსი“ ფინალში გაიყვანა.„ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველი ტიტული ლონდონურმა კლუბმა 2021 წელს მოიპოვა. ამ მაჩვენებლით „ჩელსი“ ბრაზილიურ „კორინთიანსსა“ და მიუნენის „ბაიერნს“ გაუთანაბრდა. მათზე მეტჯერ შეჯიბრება მხოლოდ „ბარსელონამ“ (სამი) და მადრიდის „რეალმა“ (ხუთი) მოიგეს.აშშ-ში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართა. წელს ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდა. მასში მონაწილეობას ექვსი კონტინენტის 32 გუნდი იღებდა. შემდეგი გათამაშება 2029 წელს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24385/38/243853800_91:0:2822:2048_1920x0_80_0_0_1bc0d1b1c0c9cfdf0eced6a0863b8fff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ჩელსი“ გახდა
08:00 14.07.2025 (განახლებულია: 11:10 14.07.2025) უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში ოთხი ტურნირი მოიგო, მეხუთე ტიტულის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ლონდონის „ჩელსიმ“ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში ოთხი ტურნირი მოიგო, მეხუთე ტიტულის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა.
მატჩი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართა - შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპიც ესწრებოდნენ.
მატჩის ბედი ინგლისურმა კლუბმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა - „ჩელსი“ 22-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კოულ პალმერის გოლით დაწინაურდა, რომელმაც რვა წუთში დუბლი შეასრულა, 43-ე წუთზე კი მესამე გოლი ჟოაუ პედრომ გაიტანა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალ გზაზე „ჩელსიმ“ ექვსიდან ხუთი თამაში („ბენფიკასთან“ დამატებით დროში ) მოიგო. ნახევარფინალში ლონდონელებმა „ფლუმინენსე“ ანგარიშით 2:0 დაამარცხეს - ბრაზილიელმა ჟოაო პედრომ თავის მშობლიურ კლუბს ორი გოლი გაუტანა და „ჩელსი“ ფინალში გაიყვანა.
„ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველი ტიტული ლონდონურმა კლუბმა 2021 წელს მოიპოვა. ამ მაჩვენებლით „ჩელსი“ ბრაზილიურ „კორინთიანსსა“ და მიუნენის „ბაიერნს“ გაუთანაბრდა. მათზე მეტჯერ შეჯიბრება მხოლოდ „ბარსელონამ“ (სამი) და მადრიდის „რეალმა“ (ხუთი) მოიგეს.
აშშ-ში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართა. წელს ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდა. მასში მონაწილეობას ექვსი კონტინენტის 32 გუნდი იღებდა. შემდეგი გათამაშება 2029 წელს გაიმართება.