https://sputnik-georgia.com/20250714/mmartvel-partiashi-britanetis-elchi-gaakritikes-294149289.html
ცრუ ნარატივი! მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის ელჩს მწვავედ უპასუხეს
ცრუ ნარატივი! მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის ელჩს მწვავედ უპასუხეს
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არც სტატუსი და არც პროფესია არ შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის საშუალება. 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T17:00+0400
2025-07-14T17:00+0400
2025-07-14T17:00+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293832696_0:0:766:432_1920x0_80_0_0_4e4305d54e248277eb547b797f287717.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდის განცხადება შეიცავს ცრუ მტკიცებულებებსა და ნარატივს იმის შესახებ, რომ ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დააკავეს არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ სიტყვის თავისუფლებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.ვიდეომიმართვაში ელჩმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის ამაღლობელის საქმის გამო და მას ხელისუფლების კრიტიკის გამო პოლიტიკურად მოტივირებული დევნა უწოდა. უორდის თქმით, დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც ბევრი ევროპელი პარტნიორი, ჟურნალისტების დაპატიმრებებს, თვითნებურ დაკავებებს და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიებს განიხილავს როგორც „საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება".შარმანაშვილმა ელჩს მოუწოდა შეწყვიტოს ამაღლობელის საქმის განხილვა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის საკითხი ცალკე საკითხია, რომელიც პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ.მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.საქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293832696_0:0:766:576_1920x0_80_0_0_f993a969c58cecc5b263787c89e906b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ცრუ ნარატივი! მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის ელჩს მწვავედ უპასუხეს
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არც სტატუსი და არც პროფესია არ შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის საშუალება.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდის განცხადება შეიცავს ცრუ მტკიცებულებებსა და ნარატივს იმის შესახებ, რომ ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დააკავეს არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ სიტყვის თავისუფლებისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ვიდეომიმართვაში ელჩმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის ამაღლობელის საქმის გამო და მას ხელისუფლების კრიტიკის გამო პოლიტიკურად მოტივირებული დევნა უწოდა. უორდის თქმით, დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც ბევრი ევროპელი პარტნიორი, ჟურნალისტების დაპატიმრებებს, თვითნებურ დაკავებებს და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიებს განიხილავს როგორც „საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება".
„ყალბი მტკიცებულებების წარდგენა ან ისეთი ცრუ ნარატივების შექმნა იმის თაობაზე, რომ მზია ამაღლობელმა არ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და თითქოსდა სიტყვის თავისუფლების გამო დააკავეს, აზრს მოკლებულია და ღიმილს იწვევს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილმა ელჩს მოუწოდა შეწყვიტოს ამაღლობელის საქმის განხილვა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის საკითხი ცალკე საკითხია, რომელიც პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.