https://sputnik-georgia.com/20250714/mamardashvilma-sadebiuto-matchi-chaatara-294144936.html
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
Sputnik საქართველო
ქართველმა მეკარემ „ლივერპულის“ შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 45 წუთი გაატარა 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T12:00+0400
2025-07-14T12:00+0400
2025-07-14T12:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0e/294143435_0:0:1638:921_1920x0_80_0_0_881c2d09120f0a916c0234a9ae6cc6db.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ინგლისური კლუბ „ლივერპულის“ მაისურით სადებიუტო მატჩი „პრესტონის“ წინააღმდეგ ჩაატარა, ერთი ტაიმი ითამაშა და კარი მშრალად შეინარჩუნა.ამხანაგური შეხვედრა „ლივერპულის" გამარჯვებით - ანგარიშით 3:1 დასრულდა.ქართველმა მეკარემ „ლივერპულის“ შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მოედანზე 45 წუთი გაატარა და ბევრი სამუშაო არ ჰქონია.მეორე ტაიმში არნე სლოტმა შემადგენლობა სრულად შეცვალა და მამარდაშვილი ფრედერიკ ვუდმანით ჩაანაცვლა. „ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს გამართავს — გუნდი „ენფილდ როუდზე“ „მილანს“ უმასპინძლებს.ინგლისის და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, „ლივერპულმა“, გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს „ვალენსიიდან“ შეიძინა. ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით დარჩა.მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის ივლისში იჯარით შეუერთდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე „დინამო თბილისისგან“ შეიძინა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს, თუმცა „ლივერპულის“ პრეზიდენტის შეთავაზებას დაეთანხმნენ და 2024 წელს მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროზე მეტი მიიღეს.საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელის დებიუტი 2021 წლის სექტემბერში შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0e/294143435_0:0:1638:1229_1920x0_80_0_0_56d10857c2a4aee66a6f72b17956b920.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
ქართველმა მეკარემ „ლივერპულის“ შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 45 წუთი გაატარა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ინგლისური კლუბ „ლივერპულის“ მაისურით სადებიუტო მატჩი „პრესტონის“ წინააღმდეგ ჩაატარა, ერთი ტაიმი ითამაშა და კარი მშრალად შეინარჩუნა.
ამხანაგური შეხვედრა „ლივერპულის" გამარჯვებით - ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ქართველმა მეკარემ „ლივერპულის“ შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მოედანზე 45 წუთი გაატარა და ბევრი სამუშაო არ ჰქონია.
მეორე ტაიმში არნე სლოტმა შემადგენლობა სრულად შეცვალა და მამარდაშვილი ფრედერიკ ვუდმანით ჩაანაცვლა.
„ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს გამართავს — გუნდი „ენფილდ როუდზე“ „მილანს“ უმასპინძლებს.
ინგლისის და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, „ლივერპულმა“, გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს „ვალენსიიდან“ შეიძინა. ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით დარჩა.
მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის ივლისში იჯარით შეუერთდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე „დინამო თბილისისგან“ შეიძინა.
2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს, თუმცა „ლივერპულის“ პრეზიდენტის შეთავაზებას დაეთანხმნენ და 2024 წელს მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროზე მეტი მიიღეს.
საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელის დებიუტი 2021 წლის სექტემბერში შედგა.