https://sputnik-georgia.com/20250714/kaladze-korpusi-avariuli-yo-294153663.html
კალაძე: მოსახლეობას ჰქონდა შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში
კალაძე: მოსახლეობას ჰქონდა შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, განაცხადა თბილისის მერმა... 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T21:20+0400
2025-07-14T21:20+0400
2025-07-14T21:22+0400
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283382128_489:470:2048:1347_1920x0_80_0_0_7be7bf8928f3a1716f532dcba6fce77d.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სადგურის მოედნის მიმდებარედ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.დღეს, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა - შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.მისი თქმით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასთან დიდუბის რაიონის გამგეობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფდა დემონტაჟს და განახორციელებდა კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში მინიმუმ სამი ადამიანი მოყვა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283382128_616:414:1875:1358_1920x0_80_0_0_8d83bc787b338c505e1c6a9e70532d7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მე-5 კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სადგურის მოედნის მიმდებარედ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
დღეს, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა - შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
„სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება მკურნალობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობის ავარიულობის შესახებ იცოდა. მოსახლეობისთვის იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, თუმცა, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასთან დიდუბის რაიონის გამგეობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფდა დემონტაჟს და განახორციელებდა კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.
„თქვენ იცით, რომ ჩანაცვლებითი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-ის თანხმობა, რომელიც ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა, დანარჩენებმა, ამ ეტაპზე, განაცხადეს უარი", - აღნიშნა კალაძემ.
მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში მინიმუმ სამი ადამიანი მოყვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.