არჩევნები: გახარიას პარტიამ და „ლელომ" ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

© Lelo For Georgia„ლელომ" და „გახარია-საქართველოსთვის" მემორანდუმი გააფორმეს
„ლელომ და „გახარია-საქართველოსთვის მემორანდუმი გააფორმეს - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2025
გამოწერა
პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლაზე შეთანხმდნენ.
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
სიჭინავას თქმით, მემორანდუმის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივი ბრძოლა და კოორდინაციაა.
„ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებსა და საერთო პარტიულ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმებას“, – განაცხადა სიჭინავამ.
ეს თანამშრომლობა არის ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც მოქალაქეებს გააჩნიათ, განაცხადა „ლელოს“ გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე. ეს მემორანდუმი, რომელსაც დღეს ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი, ასახავს სწორედ საზოგადოების დაკვეთას, რომ კოორდინირებულად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი“, – განაცხადა კუპრაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ისინი პატივს სცემენ ოპოზიციონერი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში, რადგან 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე, დასძინა კუპრაძემ.
ორივე პარტია ღიად აცხადებს, რომ მზადაა კომპრომისისთვის, თუმცა სხვა პარტიებს სთავაზობს, რომ არჩევნებზე, როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობასთან პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმზე, არ თქვან უარი.
ოპოზიციური პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში რეგისტრაციის გასავლელად 14 ივლისამდე აქვთ დრო.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ოპოზიციური პარტიებიდან, რომელთაც რეგისტრაციისთვის ჯერ კიდევ აქვთ დრო, მონაწილეობა დაადასტურეს პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
ყველა ახალი ამბავი
0