https://sputnik-georgia.com/20250714/erovnuli-satkeo-saagento-mosaxleobas-sifrtxilisken-mouwodebs-294144459.html
ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
Sputnik საქართველო
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T10:29+0400
2025-07-14T10:29+0400
2025-07-14T10:29+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281574449_2:0:628:352_1920x0_80_0_0_2aab8ecc111b4b59101e8ab5a4438ff9.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად.საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო- გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე ვადით.საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281574449_81:0:550:352_1920x0_80_0_0_7475b611a37f643e3dd8d07c8043a43f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო- გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.
„მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაიცვან საპიკნიკე ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული აკრძალვები", – ნათქვამია ინფორმაციაში.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე ვადით.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.