საქართველოში ეკონომიკური აგენტების რამდენი კონცენტრაციაა რეგისტრირებული?

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2025
გამოწერა
GCCA-ის მიერ 2025 წელს 10.528 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში 9 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, 2 შეტყობინების შესწავლა კი მიმდინარე რეჟიმშია.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 7.976 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) განცხადებაში.
უწყების ცნობით, 7.964 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა.
„12 შემთხვევიდან 7 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება 5 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.
სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება.
სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 ათასი ლარი.
GCCA-ის მიერ 2025 წელს 10.528 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში 9 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, 2 შეტყობინების შესწავლა კი მიმდინარე რეჟიმშია.
ყველა ახალი ამბავი
0