https://sputnik-georgia.com/20250714/chemongreuli-korpusis-mcxovreblebs-sastumroebshi-ganatavseben-294154308.html
ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს სასტუმროებში განათავსებენ
ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს სასტუმროებში განათავსებენ
Sputnik საქართველო
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა ერთი პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T22:47+0400
2025-07-14T22:47+0400
2025-07-14T23:07+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2e0d35ee572522afe0e4a01cdf59c118.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა ერთი პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტი განაახლებს მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მცხოვრებისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა დაზარალებულ მოსახლეობას სასტუმრო „იბერიალსა" და სასტუმრო „აფაში" განათავსებს. ამასთან, გამგეობა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვა სასტუმროების მოძიებასაც დაზარალებულთა დასაბინავებლად.მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3dece66d1796762808253dff5551c307.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს სასტუმროებში განათავსებენ
22:47 14.07.2025 (განახლებულია: 23:07 14.07.2025) საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა ერთი პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა ერთი პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტი განაახლებს მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მცხოვრებისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„გამგეობას დავალებული აქვს, რომ კიდევ ერთხელ, თითოეულ ოჯახთან განახორციელონ კომუნიკაცია. პირველ ეტაპზე, უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ოჯახი გავიყვანოთ სასტუმროში, დავაბინაოთ, რათა მათი უსაფრთხოება იქნას სრულად დაცული. განვაახლებთ ისევ მოლაპარაკებებს, რათა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ავიღოთ, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ კორპუსის დემონტაჟი და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა“, - განაცხადა ბენდელიანმა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა დაზარალებულ მოსახლეობას სასტუმრო „იბერიალსა" და სასტუმრო „აფაში" განათავსებს. ამასთან, გამგეობა აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სხვა სასტუმროების მოძიებასაც დაზარალებულთა დასაბინავებლად.
მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.