https://sputnik-georgia.com/20250714/bagebshi-registraciis-meore-etapi-daiwyo-294146665.html
დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
Sputnik საქართველო
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება. 14.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-14T14:00+0400
2025-07-14T14:00+0400
2025-07-14T14:00+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_0:118:2000:1243_1920x0_80_0_0_7b62910c5c7629ce5753c87f41ff953d.jpg
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 14 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყო და 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.geმეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 7 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები დარეგისტრირდნენ, მათ შორის ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილები; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება 2 წელი.იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_249:179:1826:1362_1920x0_80_0_0_9e06b11d7f1b9bd6b6d335ede9c02f97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
დღეს თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება.
თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 14 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყო და 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge
მეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 7 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები დარეგისტრირდნენ, მათ შორის ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილები; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება 2 წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.