https://sputnik-georgia.com/20250713/citaishvilma-da-lochoshilma-gundebi-sheicvales-294142079.html
„მეცი“ და „ნიურნბერგი“ - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კლუბები შეიცვალეს
„მეცი“ და „ნიურნბერგი“ - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კლუბები შეიცვალეს
Sputnik საქართველო
წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით „გრანადაში“ გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 13.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-13T18:55+0400
2025-07-13T18:55+0400
2025-07-13T18:54+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/08/263461262_67:73:1094:650_1920x0_80_0_0_d2d72033e44fda263df8dadb80d25b47.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულ კლუბ „მეცთან“ კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მომავალ სეზონში გერმანულ კლუბ „ნიურნბერგში“ ითამაშებს.წიტაიშვილი „მეცში“ კიევის „დინამოდან“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი. წიტაიშვილი „მეცში“ იჯარის წესით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც „მეცში“ ითამაშებს.წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ესპანეთის მეორე დივიზიონში, „გრანადაში“ გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.2024/25 წლების სეზონის ბოლოს, „მეცი" ლიგა 1-ში - საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სისტემის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, ის იტალიური „კრემონეზედან" გერმანულ „ნიურნბერგში" გადავიდა, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს. კლუბს გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა და ყოფილი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ხელმძღვანელობს.ლოჩოშვილის თქმით, ის ამაყობს, რომ „ნიურნბერგის“ ნაწილი გახდა.„მზად ვარ, ლიდერის როლი ავიღო“, - განუცხადა ლოჩოშვილმა ჟურნალისტებთან.„ნიურნბერგში" ლოჩოშვილი 24ინომრიან მაისურს მოირგებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/08/263461262_131:0:1198:800_1920x0_80_0_0_2b0ac7af60932f79a14af9dc358e069b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„მეცი“ და „ნიურნბერგი“ - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კლუბები შეიცვალეს
წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით „გრანადაში“ გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულ კლუბ „მეცთან“ კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მომავალ სეზონში გერმანულ კლუბ „ნიურნბერგში“ ითამაშებს.
წიტაიშვილი „მეცში“ კიევის „დინამოდან“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი. წიტაიშვილი „მეცში“ იჯარის წესით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც „მეცში“ ითამაშებს.
წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ესპანეთის მეორე დივიზიონში, „გრანადაში“ გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„მეცის ახალბედა წევრი მოუთმენლად ელის თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024/25 წლების სეზონის ბოლოს, „მეცი" ლიგა 1-ში - საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სისტემის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.
რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, ის იტალიური „კრემონეზედან" გერმანულ „ნიურნბერგში" გადავიდა, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს. კლუბს გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა და ყოფილი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ხელმძღვანელობს.
„მოხარული ვართ, რომ ლუკა შემოგვიერთდა. მისი გამოცდილება და ლიდერული თვისებები გუნდს გააძლიერებს“, - განაცხადა კლუბის ხელმძღვანელობამ.
ლოჩოშვილის თქმით, ის ამაყობს, რომ „ნიურნბერგის“ ნაწილი გახდა.
„მზად ვარ, ლიდერის როლი ავიღო“, - განუცხადა ლოჩოშვილმა ჟურნალისტებთან.
„ნიურნბერგში" ლოჩოშვილი 24ინომრიან მაისურს მოირგებს.