საქართველომ და სომხეთმა 2027 წლამდე ერთობლივი კულტურული ღონისძიებები დაგეგმეს

© Ministry of Territorial Administration and Infrastructure of Armenia„მეგობრობის ხიდი“
„მეგობრობის ხიდი“ - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2025
გამოწერა
ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე განიხილეს სომხეთის კულტურის დღეები, რომლებიც საქართველოში 2026 წელს გაიმართება
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. 2025-2027 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი კულტურული პროექტები. საუბარი შეეხო 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ სომხური კულტურის დღეებს.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისში სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტისას ქართული კულტურის დღეები წარმატებით ჩატარდა.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
დღეისთვის სომხეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 873,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წელს სომხეთის მოქალაქეებმა საქართველოში 948,3 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0