მოსაზრება: რუსეთი დასავლეთის ლოგისტიკას ანადგურებს

© photo: Sputnik / Sergey Bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2025
გამოწერა
რუსეთის მაღალი სიზუსტის დარტყმები სულ უფრო დამანგრეველი ხდება, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებისთვის, ისე ნატოს ლოგისტიკისა და მთლიანობაში „უკრაინული პროექტისთვის“. კიევის რეჟიმისთვის ამერიკული იარაღის დამატებითი, „მშვიდობისმყოფელური“ მიწოდებები მხოლოდ დროებით აჭიანურებს დასავლეთის გარდაუვალ სტრატეგიულ დამარცხებას.
9 და 10 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ახალი ჯგუფური დარტყმები ჰაერზე დაფუძნებული შორი მოქმედების იარაღით, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტებით „კინჟალი“ და დარტყმითი უპილოტოებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების აეროდრომების ინფრასტრუქტურის, პორტული ლოგისტიკის სამხედრო ობიექტებისა და ნატოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უკრაინული ასამბლეის „ფილიალების“ წინააღმდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაგეგმილი სამიზნე განადგურებულია.
დღეს დარტყმები განხორციელდა ქარხანა „არტემის“ და საწარმო „კუზნიცა ნა რბალსკომის“ უპილოტოების აწყობის საამქროებზე. ტრადიციულად, დააზიანეს ბორისპოლის აეროპორტის ლოგისტიკა და ოდესის პორტები. დამრტყმელი „გერანები“ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ, ჰიპერბგერითი „ისკანდერები“ და „კინჟალები“ ტყვეებს არ იღებენ. მასშტაბური დარტყმების შემდეგ კიევის ცა შავი კვამლით იფარება, მჭიდროდ და დიდი ხნით.
უკრაინის ნატოს მარიონეტები სასოწარკვეთილებაში არიან — რუსულ „ზალპში“ 9 ივლისს მათ 728 უპილოტო აპარატი და 13 რაკეტა დაითვალეს (აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი, თუმცა — არა ზღვარი). მასირებული დარტყმები ავია,აზებზე, სამხედრო ობიექტებზე და დასავლური იარაღის მიწოდების არხებზე განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული „ობიექტური კონტროლის“ კადრების მიხედვით, განსაკუთრებით დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების აეროდრომები და უცხოური სამხედრო დახმარების გადატვირთვის ბაზები. კერძოდ, აეროდრომი „ოზერნი“ ჟიტომირის ოლქში და ქარხანა „მოტორის“ აწყობის საამქროები ლუცკში — პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც 80 კილომეტრში.
დასავლეთ უკრაინის ცაზე ასობით რუსული დრონისა და რაკეტის ხილვისას, პოლონეთის არმია შიშით რეგულარულად აფრენს ავიაციას საჰაერო სივრცის დასაცავად, რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები „უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში“ გადაჰყავს. მოკავშირეებმა იციან, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მხოლოდ მოხსენებებში გამოიყურება კარგად. ამასობაში, დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ რუსეთში დრონების წარმოება კიდევ გაიზრდება და უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ყოველდღიურად 1000-მდე დამრტყმელი „გერანის“ გამოყენებაც დაიწყოს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობისმყოფელური პოტენციალი“ აშკარად ეწინააღმდეგება ლოზუნგს „ამერიკა — უპირველეს ყოვლისა“, რის გამოც ნობელის მშვიდობის პრემია უკუსვლით მიდის სცენიდან. კიევური კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირების სირთულის გაცნობიერების ფონზე, თეთრი სახლის ბინადრები ჩვეული და მარტივი გზით მიდიან, უკრაინისთვის ახალ იარაღს ამზადებენ. ამერიკის კონგრესი ახლოს არის რუსეთის მიმართ ახალი სანქციების მიღებასთან. ნატოს პროქსი-ომი დიალექტიკურად გადადის რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რისთვისაც დასავლეთი ტექნოლოგიურად მზად არ არის.
9 ივლისს შეერთებულმა შტატებმა განაახლა გარკვეული ტიპის შეიარაღების მიწოდება, მათ შორის – 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები (GMLRS). კიევი დამატებით ЗРК Patriot-ის სისტემებს ითხოვს, მაგრამ ეს ბევრად უფრო რთულია. ამ კომპლექსების რაოდენობა თავად აშშ-ის მოკავშირეებისთვისაც კი არ კმარა. თითოეული ბატარეა 1 მილიარდი დოლარი ღირს, ხოლო ერთი საზენიტო რაკეტა – 3,8 მილიონი. ბატარეის სრული ზალპი, რომელიც 32 რაკეტას მოიცავს, თითქმის 122 მილიონი დოლარი ჯდება.
უკრაინულ ოპერატიულ სივრცეში ყოველდღიურად საჭირო ხდება, მინიმუმ, ასი Patriot-ის რაკეტის გამოყენება. პენტაგონის შესაძლებლობები შეზღუდულია, საჭირო მარაგის მხოლოდ 25 პროცენტიღა რჩება. ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი წელიწადში 500-დან 750-მდე PAC-3 ტიპის რაკეტის წარმოებას ახერხებს. საბრძოლო მასალების მხრივ, სიტუაცია უიმედოა.
ევროპელი მოკავშირეები ტრამპის ემოციურ „მეტამორფოზებს“ არ ენდობიან, შიშობენ აშშ-ის არაპროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის გამო, თუმცა საკუთარი ძალებით რუსეთისთვის „ფოლადის ზღარბად“ წარმოჩენა არ შეუძლიათ. მაგალითად, პოლონეთი ევროკავშირში ყველაზე მეტს ხარჯავს სამხედრო ბიუჯეტზე, მაგრამ წელიწადში მხოლოდ 5000 არტილერიის ჭურვის წარმოება შეუძლია – რაც უკრაინული არმიის ერთი დღის ომს ჰყოფნის. ვარშავა გეგმავს 2028 წლისთვის 155 მმ-იანი ჭურვების გამოშვება 40-ჯერ გააზარდოს – რაც მაქსიმუმ 40-დღიანი ომისთვის საკმარისია. დაახლოებით ამავე მასშტაბისაა ნატოს ყველა ევროპული ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი.
მეორე მხრივ, რუსეთმა იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება ათეულჯერ გაზარდა და პრაქტიკულად შეუზღუდავ რესურსებზე დაყრდნობით მოქმედებს. რუსეთის ჯარები მუდმივად პროგრესირებენ უკრაინულ ფრონტზე: მხოლოდ ივნისში მათ კონტროლი მოიპოვეს 556 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე – უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ეს ერთ თვეში დაკარგული ყველაზე დიდი ტერიტორიაა. არ არის შემთხვევითი, რომ გამოცემა The American Conservative აღნიშნავს: „რუსეთი ამ ომს უკვე დიდი ხანია, რაც იგებს. როდესაც დასავლურმა მედიამ ვეღარ შეძლო ამ ფაქტის დამალვა, უბრალოდ შეწყვიტა რუსეთის შეტევაზე ლაპარაკი“. თუმცა „ცხვრების დუმილი“ რეალობას ვერ შეცვლის – ამ რეალობაში მოგვიანებით აუცილებლად მოუწევთ დაბრუნება როგორც აშშ-ის, ისე ნატოს ქვეყნების ლიდერებს.
ნებისმიერი ომის 90 პროცენტი – სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და ლოგისტიკაა. როდესაც რუსეთი მასირებულ საჰაერო დარტყმებს აყენებს დასავლურ საწყობებს უკრაინაში, თანმიმდევრულად ანგრევს ლოგისტიკურ ქსელებს და დრონების აწყობის ქარხნებს, ეს მთლიანად ართმევს აშშ-სა და ნატოს იმედს, ომი მათთვის მისაღები შედეგით დაასრულონ. ტრამპი ჯერ კიდევ ცდილობს „მსოფლიო შერიფის“ როლის თამაშს, მაგრამ პროქსი-ომის ფინალი უკვე განსაზღვრულია: რაც მეტი იარაღი შევა უკრაინაში, მით უფრო გადაიწევს დროებით დასავლეთის გარდაუვალი სტრატეგიული მარცხი.
ამერიკული ევაკუაცია ვიეტნამიდან და ავღანეთიდან, შეიძლება, არაფრად მოგვეჩვენოს იმ სირცხვილთან შედარებით, რაც „უკრაინული პროექტის“ კრახს მოჰყვება. ადრე თუ გვიან, დასავლელი პოლიტიკოსები სამყაროს დაინახავენ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია. და საკუთარ თავებს – ამ სამყაროს არეალში, მაგრამ მის პერიფერიაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0