https://sputnik-georgia.com/20250712/metros-sadguri-varketili-reabilitaciis-gamo-dreidan-daiketa-294130400.html
მეტროს სადგური „ვარკეთილი" რეაბილიტაციის გამო დღეიდან დაიკეტა
მეტროს სადგური „ვარკეთილი" რეაბილიტაციის გამო დღეიდან დაიკეტა
Sputnik საქართველო
მეტროს სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი. 12.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-12T13:08+0400
2025-07-12T13:08+0400
2025-07-12T13:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417639_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ac750ce53e545df5a67ea415319613ec.jpg
თბილისი, 12 ივლისი- Sputnik. დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროს სადგური „ვარკეთილი" დღეიდან, 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა. მეტროს სადგურის დაკეტვის გამო, რეაბილიტაციის პერიოდში დამატებითი ავტობუსის მარშრუტი მარშრუტი დაინიშნა. კერძოდ, N174 ავტობუსი ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი წრიულად, მეტროს სადგურ "სამგორის" ზედა გასასვლელიდან მეტროს სადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით იმოძრავებს. პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, თაღის მიღმა არსებული სიცარიელეები შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შეივსება. ასევე, განხორციელდება თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ კი განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი. მეტროს სადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის პროექტი შპს "პრობილდ ექსპერტის" მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417639_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f564e2d15bede0ccccf95712123a4342.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
მეტროს სადგური „ვარკეთილი" რეაბილიტაციის გამო დღეიდან დაიკეტა
მეტროს სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
თბილისი, 12 ივლისი- Sputnik. დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროს სადგური „ვარკეთილი" დღეიდან, 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.
მეტროს სადგურის დაკეტვის გამო, რეაბილიტაციის პერიოდში დამატებითი ავტობუსის მარშრუტი მარშრუტი დაინიშნა. კერძოდ, N174 ავტობუსი ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი წრიულად, მეტროს სადგურ "სამგორის" ზედა გასასვლელიდან მეტროს სადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით იმოძრავებს.
პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, თაღის მიღმა არსებული სიცარიელეები შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შეივსება. ასევე, განხორციელდება თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს.
აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ კი განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
მეტროს სადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის პროექტი შპს "პრობილდ ექსპერტის" მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.