https://sputnik-georgia.com/20250712/maka-boworisvili-xorvatiasi-dubrovnikis-forumsi-irebs-monawileobas-294130098.html
მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში დუბროვნიკის ფორუმში იღებს მონაწილეობას
მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში დუბროვნიკის ფორუმში იღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნის 12.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-12T11:59+0400
2025-07-12T11:59+0400
2025-07-12T14:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ხორვატია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22800/84/228008463_0:160:3075:1890_1920x0_80_0_0_5bbad0ce079e0267c346fec055b55025.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც დუბროვნიკის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.დუბროვნიკის ფორუმი ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ხორვატიაში იმართება. წელს ის ტარდება სახელწოდებით „ცვლილებების მიმართულება“.კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.ორგანიზატორების თქმით, სახელწოდება „ცვლილებების მიმართულება“ ერთის მხრივ აღიარებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ღრმა გაურკვევლობისა და გაზრდილი რისკის პერიოდში იმყოფება, მეორე მხრივ კი მოიცავს სიახლეებს, მოვლენებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს და სხვა რეგიონში ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ლიდერების მოსვლის შემდეგ შეიქმნა.ამრიგად, წლევანდელი დუბროვნიკის ფორუმი მსოფლიოში მშვიდობის, ღირსებისა და განახლების გზებს შეისწავლის.ორი დღის განმავლობაში, წლევანდელი დუბროვნიკის ფორუმზე გაიმართება 17 პანელური დისკუსია თემების ფართო სპექტრზე, მათ შორის გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და კონტინენტებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, თუმცა საუბარი ასევე ფოკუსირებული იქნება კონკრეტულ რეგიონებსა და მათ ურთიერთკავშირზე.
საქართველო
ხორვატია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22800/84/228008463_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e7a4c9134a471bdb1e3e7963c485d435.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ხორვატია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ხორვატია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში დუბროვნიკის ფორუმში იღებს მონაწილეობას
11:59 12.07.2025 (განახლებულია: 14:13 12.07.2025) ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნის
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც დუბროვნიკის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
დუბროვნიკის ფორუმი ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ხორვატიაში იმართება. წელს ის ტარდება სახელწოდებით „ცვლილებების მიმართულება“.
„აღნიშნული ფორუმი საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
ორგანიზატორების თქმით, სახელწოდება „ცვლილებების მიმართულება“ ერთის მხრივ აღიარებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ღრმა გაურკვევლობისა და გაზრდილი რისკის პერიოდში იმყოფება, მეორე მხრივ კი მოიცავს სიახლეებს, მოვლენებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს და სხვა რეგიონში ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ლიდერების მოსვლის შემდეგ შეიქმნა.
ამრიგად, წლევანდელი დუბროვნიკის ფორუმი მსოფლიოში მშვიდობის, ღირსებისა და განახლების გზებს შეისწავლის.
ორი დღის განმავლობაში, წლევანდელი დუბროვნიკის ფორუმზე გაიმართება 17 პანელური დისკუსია თემების ფართო სპექტრზე, მათ შორის გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და კონტინენტებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, თუმცა საუბარი ასევე ფოკუსირებული იქნება კონკრეტულ რეგიონებსა და მათ ურთიერთკავშირზე.