https://sputnik-georgia.com/20250712/giorgi-gaxaria-sesazloa-sisxlis-samartlis-saqmis-figuranti-gaxdes-294136202.html
გიორგი გახარია შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდეს
გიორგი გახარია შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდეს
Sputnik საქართველო
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი 12.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-12T20:41+0400
2025-07-12T20:41+0400
2025-07-12T20:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გიორგი გახარია
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_110:98:1140:678_1920x0_80_0_0_9683b565f716da8679950a18174cd7dc.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განაახლა გამოძიება 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა.2019 წლის მოვლენები2019 წლის 20 ივნისს თბილისში საპროტესტო აქციის მიზეზი საქართველოს პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სხდომა გახდა. სესია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა.პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი. ოპერაციას შს მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიარასამთავრობო ორგანიზაციებმა და დაშავებული მომიტინგეების ადვოკატებმა მოიგეს სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2019 წელს ჩატარებული გამოძიება არაეფექტურად ცნო.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაავალა დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რათა დადგინდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციის დაგეგმვის სისწორე და სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი.დღემდე, 2019 წლის მოვლენებზე პასუხისგებაში არცერთი პოლიციელი არ მიეცა.პროკურატურის ახალი მოქმედებებიპროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ახალი გამოძიება დაიწყო - ახლა გამოძიებას შეუძლია 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დანაშაულის სურათის სრულად აღდგენა და შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.პროკურატურამ უკვე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე და დაიწყო მოწმეების გამოკითხვა.ამასობაში, მმართველმა პარტიამ, გამოძიების დასრულებამდე უკვე დაადანაშაულა გიორგი გახარია, რომელიც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.გახარიას პასუხისმგებლობაზე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერი, დავით მათიკაშვილიც საუბრობს.თავად გახარია ქვეყანაში არ იმყოფება, მის პარტიაში კი ბრალდებებს დაშინების მცდელობა უწოდეს.რა შუაშია გახარია?20-21 ივნისის მოვლენების დროს გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ სრულად აგებს პასუხს იმ ღამით პოლიციის ქმედებებზე და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, ამ მოვლენებიდან ორთვენახევრის შემდეგ, 2019 წლის 9 სექტემბერს, გახარია საქართველოს მთავრობის მეთაური გახდა.მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმის მცდელობის საქმეზე.შემდეგ გახარიამ შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი ნიშა დაიკავა.ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მას მოღალატე უწოდა. გარდა ამისა, „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდა და სახელმწიფოს რეპუტაციას შეგნებულად ძირს უთხრიდა.ხელისუფლებამ ამის მაგალითად მოიყვანა არა მხოლოდ 2019 წელს საპროტესტო აქციის დარბევა, არამედ 2018 წელს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და 2019 წლის აგვისტოში ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასა და წნელისის მახლობლად პოლიციის საგუშაგოს მოწყობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618211_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_b2b883845b4ded19030dab37b267838f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია , საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გიორგი გახარია , საქართველოს პროკურატურა
გიორგი გახარია შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდეს
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განაახლა გამოძიება 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა.
2019 წლის 20 ივნისს თბილისში საპროტესტო აქციის მიზეზი საქართველოს პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სხდომა გახდა. სესია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა.
პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი. ოპერაციას შს მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.
სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დაშავებული მომიტინგეების ადვოკატებმა მოიგეს სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც 2019 წელს ჩატარებული გამოძიება არაეფექტურად ცნო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაავალა დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რათა დადგინდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციის დაგეგმვის სისწორე და სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი.
დღემდე, 2019 წლის მოვლენებზე პასუხისგებაში არცერთი პოლიციელი არ მიეცა.
პროკურატურის ახალი მოქმედებები
პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ახალი გამოძიება დაიწყო - ახლა გამოძიებას შეუძლია 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დანაშაულის სურათის სრულად აღდგენა და შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.
პროკურატურამ უკვე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე და დაიწყო მოწმეების გამოკითხვა.
ამასობაში, მმართველმა პარტიამ, გამოძიების დასრულებამდე უკვე დაადანაშაულა გიორგი გახარია, რომელიც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
„ჩვენ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი არაერთი ეთერით, რომ სრულ პასუხისმგებლობას იგი იღებს ყველაფერზე, ყველაფერ მომხდარზე და დავალებებს ის გასცემდა. შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება. მათ შორის, რა დავალებები იყო გაცემული, სრულად იქნება აუცილებლად გამოძიების საგანი“, - აღნიშნა მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა არჩილ გორდულაძემ.
გახარიას პასუხისმგებლობაზე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერი, დავით მათიკაშვილიც საუბრობს.
„იყო ძალიან დიდი დოზით წარმოდგენილი ძალადობა მომიტინგეთა მხრიდან. ჩვენ გვახსოვს პარლამენტის შენობის შტურმის ამსახველი არაერთი კადრი. ამავდროულად იყო საპოლიციო ღონისძიება იმ სახით ჩატარებული, სადაც გამოყენებული იყო ისეთი საშუალებები, რომელთა გამოყენების საჭიროების საკითხი შესაძლოა, არ დამდგარიყო დღის წესრიგში, თუკი იქნებოდა ბევრად უფრო ადეკვატური და პროფესიონალური მიდგომა იმ ადამიანის მხრიდან, ვინ ხელმძღვანელობდა ამ ღონისძიებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თავად გახარია ქვეყანაში არ იმყოფება, მის პარტიაში კი ბრალდებებს დაშინების მცდელობა უწოდეს.
20-21 ივნისის მოვლენების დროს გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ სრულად აგებს პასუხს იმ ღამით პოლიციის ქმედებებზე და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, ამ მოვლენებიდან ორთვენახევრის შემდეგ, 2019 წლის 9 სექტემბერს, გახარია საქართველოს მთავრობის მეთაური გახდა.
მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმის მცდელობის საქმეზე.
შემდეგ გახარიამ შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი ნიშა დაიკავა.
ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მას მოღალატე უწოდა. გარდა ამისა, „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდა და სახელმწიფოს რეპუტაციას შეგნებულად ძირს უთხრიდა.
ხელისუფლებამ ამის მაგალითად მოიყვანა არა მხოლოდ 2019 წელს საპროტესტო აქციის დარბევა, არამედ 2018 წელს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და 2019 წლის აგვისტოში ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასა და წნელისის მახლობლად პოლიციის საგუშაგოს მოწყობა.