ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© City Hall of Tsalenjikha Municipalityმეწყერი გზაზე ჩამოწვა
მეწყერი გზაზე ჩამოწვა - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2025
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებაა.
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (სოფელი დიოკნისი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა 20 ივლისამდე შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გზის აღნიშნული მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2025 წლის 20 ივლისამდე ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე 1 საათიანი ინტერვალებით შეიზღუდება.
დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ჩამოშლილი ფერდის მასის გატანის სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებაა.
ყველა ახალი ამბავი
0