ავტობანზე ავარიას ბაიკერი ემსხვერპლა: დაშავებულია მის დასახმარებლად მიმავალი მამაკაციც

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები
სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2025
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის დასახმარებლად გზაზე გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 33 წლის ბაიკერი გარდაიცვალა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის დასახმარებლად გზაზე გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის დროს მძიმედ იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მეორე დაშავებულს კი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0