https://sputnik-georgia.com/20250712/16-wlis-mozardis-dawris-faqtze-19-wlis-biwi-daakaves-ra-moxda-marneulsi-294133263.html
16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს: რა მოხდა მარნეულში
16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს: რა მოხდა მარნეულში
Sputnik საქართველო
მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 12.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-12T17:14+0400
2025-07-12T17:14+0400
2025-07-12T17:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
მარნეული
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_06a462f89dd34288e2899f1385c88eb5.jpg
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. მარნეულში 16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს - მან სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ 50-მდე ჭრილობა დანით მიაყენა. დაკავებულს საგამოძიებო უწყება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მას 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში 10 ივლისს მოხდა. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს არასრულწლოვანს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი შემთხვევიდან მეორე დღეს თანასოფლელმა მინდორში უგონო მდგომარეობაში იპოვა. მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ბავშვობის მეგობრები არიან. რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ბრალდებულის დედის თქმით, მოზარდებს შორის ხელჩართულ ჩხუბს ჰყავს თვითმხილველებიც, თუმცა,ისინი არავის გაუშვებელია. "სახლიდან მშვიდად გამოვიდა, მერე რაზე იჩხუბეს, ჯერ ვერაფერი გავიგე, ვიღაცებს დაუნახავთ, რომ ხმამაღლა საუბრობდნენ, ნეტავ რატომ არ გააშველეს. ახლა იზოლატორშია, იქიდან მოვდივართ. ჩვენ არავინ გვიშვებს მასთან და იქ რას იტყვის არ ვიცი", - განაცხადა დაკავებულის დედამ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_23d08ff5155e2f10a8864923a58ea556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მარნეული, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, მარნეული, კრიმინალი საქართველოში
16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს: რა მოხდა მარნეულში
მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. მარნეულში 16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 19 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს - მან სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ 50-მდე ჭრილობა დანით მიაყენა.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მას 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში 10 ივლისს მოხდა. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს არასრულწლოვანს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი შემთხვევიდან მეორე დღეს თანასოფლელმა მინდორში უგონო მდგომარეობაში იპოვა. მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ბავშვობის მეგობრები არიან. რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ბრალდებულის დედის თქმით, მოზარდებს შორის ხელჩართულ ჩხუბს ჰყავს თვითმხილველებიც, თუმცა,ისინი არავის გაუშვებელია.
"სახლიდან მშვიდად გამოვიდა, მერე რაზე იჩხუბეს, ჯერ ვერაფერი გავიგე, ვიღაცებს დაუნახავთ, რომ ხმამაღლა საუბრობდნენ, ნეტავ რატომ არ გააშველეს. ახლა იზოლატორშია, იქიდან მოვდივართ. ჩვენ არავინ გვიშვებს მასთან და იქ რას იტყვის არ ვიცი", - განაცხადა დაკავებულის დედამ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.