https://sputnik-georgia.com/20250711/uzenaesma-sasamartlom-mkvlelobis-mcdelobasi-gamartlebuli-piri-damnasaved-cno-294121785.html
უზენაესმა სასამართლომ მკვლელობის მცდელობაში გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
უზენაესმა სასამართლომ მკვლელობის მცდელობაში გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
თელავის რაიონული და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით ბრალდებული გამართლდა. 11.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-11T15:18+0400
2025-07-11T15:18+0400
2025-07-11T15:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715127_0:74:3510:2048_1920x0_80_0_0_25154fb7d2bd14e960359056139869f0.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შემთხვევა 2023 წლის 30 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოხდა. ბრალდებულმა შურისძიების მოტივით მოკვლის მიზნით დაზარალებულს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინა. თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებული გამართლდა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715127_565:0:3296:2048_1920x0_80_0_0_a7fab7ba1cb07ea6ddb30164563de82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული სასამართლო
უზენაესმა სასამართლომ მკვლელობის მცდელობაში გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
თელავის რაიონული და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით ბრალდებული გამართლდა.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 2023 წლის 30 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოხდა. ბრალდებულმა შურისძიების მოტივით მოკვლის მიზნით დაზარალებულს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
დანაშაულის ჩამდენ პირს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინა.
თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბრალდებული გამართლდა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.