უაქციზო სიგარეტის შემოტანა საქართველოში: ბოლო სამი თვის სტატისტიკა

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaუაქციზო სიგარეტი
უაქციზო სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2025
გამოწერა
საქმის მასალები გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ბოლო სამი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 243 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ 68.588 (1.371.760 ღერი) კოლოფი სიგარეტი შეადგინა.
შესაბამისი საქმის მასალები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი გადაცემული იქნა სახელწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაიგზავნა სასამართლოში.
ყველა ახალი ამბავი
0