https://sputnik-georgia.com/20250711/sasuliero-pirebi-narkomaniis-safrtxeebze-saqartvelos-axalgazrdul-banakebsi-isaubreben-294125309.html
სასულიერო პირები ნარკომანიის საფრთხეებზე საქართველოს ახალგაზრდულ ბანაკებში ისაუბრებენ
სასულიერო პირები ნარკომანიის საფრთხეებზე საქართველოს ახალგაზრდულ ბანაკებში ისაუბრებენ
Sputnik საქართველო
საპატრიარქო და ახალგაზრდობის სააგენტო აძლიერებენ ერთობლივ მუშაობას, ფოკუსირდებიან საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდებთან დიალოგზე 11.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-11T21:39+0400
2025-07-11T21:39+0400
2025-07-11T21:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294120560_0:97:1280:817_1920x0_80_0_0_468b834f2de3fdb36de36ec426d25f57.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სასულიერო პირები და ფსიქოლოგები ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებში ნარკომანიის პრობლემის შესახებ ლექციებსა და სემინარებს ჩაატარებენ და ამ თემას ახალგაზრდებთან ერთად განიხილავენ.მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია-სემინარების ჩატარებას და ახალგაზრდებთან ერთად ამ პრობლემის განხილვას ითვალისწინებს.შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა.გარდა აღნიშნული აქტივობისა, აგრეთვე იგეგმება ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ცნობიერების ამაღლება სხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზეც.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ, რისი დაგვირგვინებაცაა მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტი მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმების სახით, აღნიშნეს საპატრიარქოში.შეხვედრაზე მოხდა ერთობლივად განვლილი გზის გაანალიზება, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი, რომელიც ასახავდა გასული წლების ერთობლივ საქმიანობას. აღინიშნა რომ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ამ გზაზე და დღეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა გაცილებით მყარი და შედეგიანია.2025 წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში მთელი რიგი ცვლილებები მიიღო და საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის საპატიმრო სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა.კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ქუჩებში და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294120560_32:0:1249:913_1920x0_80_0_0_7aa5fe04f3021095598a13af6a514f14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
სასულიერო პირები ნარკომანიის საფრთხეებზე საქართველოს ახალგაზრდულ ბანაკებში ისაუბრებენ
საპატრიარქო და ახალგაზრდობის სააგენტო აძლიერებენ ერთობლივ მუშაობას, ფოკუსირდებიან საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდებთან დიალოგზე
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სასულიერო პირები და ფსიქოლოგები ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებში ნარკომანიის პრობლემის შესახებ ლექციებსა და სემინარებს ჩაატარებენ და ამ თემას ახალგაზრდებთან ერთად განიხილავენ.
მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების მიერ ნარკოდამოკიდებულების შესახებ ლექცია-სემინარების ჩატარებას და ახალგაზრდებთან ერთად ამ პრობლემის განხილვას ითვალისწინებს.
შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა.
გარდა აღნიშნული აქტივობისა, აგრეთვე იგეგმება ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ცნობიერების ამაღლება სხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზეც.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ახალგაზრდობის სააგენტო 2019 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ, რისი დაგვირგვინებაცაა მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტი მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმების სახით, აღნიშნეს საპატრიარქოში.
შეხვედრაზე მოხდა ერთობლივად განვლილი გზის გაანალიზება, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი, რომელიც ასახავდა გასული წლების ერთობლივ საქმიანობას. აღინიშნა რომ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ამ გზაზე და დღეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა გაცილებით მყარი და შედეგიანია.
2025 წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში მთელი რიგი ცვლილებები მიიღო და საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის საპატიმრო სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ქუჩებში და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.