https://sputnik-georgia.com/20250711/ramden-qveyanasi-waradgines-qartuli-rvino-saagentos-angarisi-294120395.html
რამდენ ქვეყანაში წარადგინეს წელს ქართული ღვინო: სააგენტოს ანგარიში
რამდენ ქვეყანაში წარადგინეს წელს ქართული ღვინო: სააგენტოს ანგარიში
Sputnik საქართველო
ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაციაა. 11.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-11T13:57+0400
2025-07-11T13:57+0400
2025-07-11T13:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1484_1920x0_80_0_0_ac37f9fb9502f1e8ff32079135e3f6fc.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. 2025 წლის 6 თვეში ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანაში - 18 გამოფენა/ფესტივალზე და 137 დეგუსტაცია-სემინარზე. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. აღნიშნული ღონისძიებები, რომლის მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაციაა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა. კერძოდ, ქართული ღვინო წარდგენილი იყო იაპონიაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ფინეთში, სომხეთში, პოლონეთსა და ბელგიაში. უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში გაიმართა 8 ღვინის ტური, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გაიმართა ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას. საქართველოში მიმდინარე წელს 15 გამოფენა/ფესტივალი და 4 დეგუსტაცია/კონკურსი გაიმართა. უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს თანადაფინანსების სახით ქართული ღვინის მწარმოებელმა 12-მა კომპანიამ დაახლოებით 700 ათასი ლარი მიიღო. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება "ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17.4 მლნ ლარით განისაზღვრა და 1.4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1980_1920x0_80_0_0_47de09ea502652c990102091c5b664b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
რამდენ ქვეყანაში წარადგინეს წელს ქართული ღვინო: სააგენტოს ანგარიში
ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაციაა.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. 2025 წლის 6 თვეში ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანაში - 18 გამოფენა/ფესტივალზე და 137 დეგუსტაცია-სემინარზე. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ღონისძიებები, რომლის მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაციაა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.
კერძოდ, ქართული ღვინო წარდგენილი იყო იაპონიაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ფინეთში, სომხეთში, პოლონეთსა და ბელგიაში.
უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში გაიმართა 8 ღვინის ტური, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გაიმართა ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას.
საქართველოში მიმდინარე წელს 15 გამოფენა/ფესტივალი და 4 დეგუსტაცია/კონკურსი გაიმართა.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს თანადაფინანსების სახით ქართული ღვინის მწარმოებელმა 12-მა კომპანიამ დაახლოებით 700 ათასი ლარი მიიღო.
აღნიშნული აქტივობები ხორციელდება "ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 17.4 მლნ ლარით განისაზღვრა და 1.4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.