https://sputnik-georgia.com/20250711/qutaisi-alpana-mamisonis-gzaze-dazianebuli-monakvetis-ardgenis-samusaoebi-mimdinareobs-294122026.html
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას ემსახურება. 11.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-11T17:16+0400
2025-07-11T17:16+0400
2025-07-11T17:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290070677_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_7314975dae00ffcb9cae1d2ab487e48d.jpg
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე უკვე მოეწყო 180-მეტრიანი დამცავი კედელი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გზის მდგრადობას. ამ ეტაპზე გრძელდება საყრდენი კედლებისა და მიწის ვაკისის მოწყობის მეორე ეტაპი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონისა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორმალიანი, 76,2 მეტრი სიგრძის ხიდი მდინარე რიონზე და ხიდთან მისასვლელი გზები. ახალი ხიდი დააკავშირებს საჩხერე-ონის 51 კმ-იან გზას ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზასთან, რაც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილებას პირობებს. მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 1.3 მლნ ლარს შეადგენს. ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა ემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც წარმოადგენს ქუთაისთან დამაკავშირებელ ერთადერთ უმოკლეს გზას, რაც დაახლოებით 40 წელია არ გარემონტებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290070677_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_fc74cf933d45259c436c4afcdaa4ab29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას ემსახურება.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე უკვე მოეწყო 180-მეტრიანი დამცავი კედელი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გზის მდგრადობას.
ამ ეტაპზე გრძელდება საყრდენი კედლებისა და მიწის ვაკისის მოწყობის მეორე ეტაპი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონისა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან.
პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორმალიანი, 76,2 მეტრი სიგრძის ხიდი მდინარე რიონზე და ხიდთან მისასვლელი გზები. ახალი ხიდი დააკავშირებს საჩხერე-ონის 51 კმ-იან გზას ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზასთან, რაც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილებას პირობებს.
მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 1.3 მლნ ლარს შეადგენს.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა ემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც წარმოადგენს ქუთაისთან დამაკავშირებელ ერთადერთ უმოკლეს გზას, რაც დაახლოებით 40 წელია არ გარემონტებულა.