FIFA-მ რეიტინგი განაახლა: რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ნაკრებმა

© Courtesy of Nakrebiსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2025
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 1375,23 ქულით გონდურასის და ალბანეთის ნაკრებებს შორის მოხვდა.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები, ივნისში ფარერებთან და კაბო-ვერდესთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების შემდეგ FIFA-ს რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 67-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები 1375,23 ქულით გონდურასის და ალბანეთის ნაკრებებს შორის მოხვდა.
FIFA-ს რეიტინგში ეროვნული გუნდის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 1998 წლის სექტემბერში, როდესაც ნაკრებმა 42-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს მეტოქეებს: ესპანეთს, რომელმაც ივნისში პორტუგალიასთან ერთა ლიგის ფინალი წააგო, 1867,09 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
რეიტინგში პოზიცია არ შეუცვლია თურქეთის ნაკრებს – ვინჩენცო მონტელას გუნდი 1553,19 ქულით 27-ე საფეხურზეა. ერთი პოზიციით დაწინაურდა ბულგარეთის ნაკრები და 1284,42 ქულით 84-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის შეხვედრებს თბილისში დაიწყებს – 4 სექტემბერს თურქეთთან, 7 სექტემბერს კი ბულგარეთთან.
FIFA-ს რეიტინგში ლიდერობს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - არგენტინის ნაკრები (1885,36 ქულა).
ყველა ახალი ამბავი
0