დაზვერვის ქვედანაყოფებმა სენაკში წვრთნები ჩაატარეს

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსაქართველოს ჯარი ნატოს სამხედრო წვრთნებზე
საქართველოს ჯარი ნატოს სამხედრო წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2025
გამოწერა
სწავლების მიზანი დაზვერვის საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სენაკში, სორტას საველე ბანაკის ტერიტორიაზე სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწავლებაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები.
სწავლება დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად.
სწავლება საველე შეკრების – „მსტოვარი 2025"-ის ფარგლებში ჩატარდა და მას გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა. შეკრების მთავარი ამოცანა იყო ქვედანაყოფების მოქმედების შეფასება, საველე დაგეგმარება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და დაზვერვის ტაქტიკურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვება.
ყველა ახალი ამბავი
0