https://sputnik-georgia.com/20250711/--hualing-group--------294119750.html
ეროვნული ბანკი Hualing Group-ის მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის გარიგებას სწავლობს
ეროვნული ბანკი Hualing Group-ის მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის გარიგებას სწავლობს
Sputnik საქართველო
23 ივლისამდე ყველა მსურველს შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი ბანკების შერწყმასთან დაკავშირებით 11.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-11T12:01+0400
2025-07-11T12:01+0400
2025-07-11T12:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
კომპანიების ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/55/237275541_0:49:2000:1174_1920x0_80_0_0_f8b9cbeb786b1139d475aabd880b85dd.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებული Basisbank-ის ქვეყნის სისტემურ ბანკ Liberty Bank-თან შერწყმის შესაძლებლობის განხილვა.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, შერწყმა განპირობებულია Basisbank-ის მიერ Liberty Bank-ის 95,99%-იანი წილის შესაძლო შეძენით.ეროვნული ბანკი განიხილავს გარიგების კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ბანკების შერწყმაზე 23 ივლისამდე.Basisbank დაარსდა 1993 წელს. 2012 წელს ბანკის აქციების 90% Hualing Group-მა შეიძინა, რომელმაც მოგვიანებით თავისი წილი 92.3%-მდე გაზარდა. ბანკის აქტივები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.„ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. მისი ერთობლივი აქტივები თითქმის 3 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი - 200 მლნ ლარს.ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკი ემსახურება 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/55/237275541_184:0:1816:1224_1920x0_80_0_0_6a9512d30451ad26312b725b1cac1f2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კომპანიების ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, კომპანიების ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნული ბანკი Hualing Group-ის მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის გარიგებას სწავლობს
23 ივლისამდე ყველა მსურველს შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი ბანკების შერწყმასთან დაკავშირებით
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებული Basisbank-ის ქვეყნის სისტემურ ბანკ Liberty Bank-თან შერწყმის შესაძლებლობის განხილვა.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, შერწყმა განპირობებულია Basisbank-ის მიერ Liberty Bank-ის 95,99%-იანი წილის შესაძლო შეძენით.
ეროვნული ბანკი განიხილავს გარიგების კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ბანკების შერწყმაზე 23 ივლისამდე.
Basisbank დაარსდა 1993 წელს. 2012 წელს ბანკის აქციების 90% Hualing Group-მა შეიძინა, რომელმაც მოგვიანებით თავისი წილი 92.3%-მდე გაზარდა. ბანკის აქტივები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.
„ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. მისი ერთობლივი აქტივები თითქმის 3 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი - 200 მლნ ლარს.
ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ამჟამად ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკი ემსახურება 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს.