https://sputnik-georgia.com/20250710/tbilissi-2600-mde-parki-da-skveri-moewyo-294113309.html
რამდენი პარკი და სკვერი მოეწყო თბილისში: მერიის ანგარიში
რამდენი პარკი და სკვერი მოეწყო თბილისში: მერიის ანგარიში
Sputnik საქართველო
მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა. 10.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-10T18:39+0400
2025-07-10T18:39+0400
2025-07-10T18:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
საზოგადოებრივი აზრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/74/231267464_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_07cbb389b0fdb8e0f5448be8e311381c.jpg
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. 2018 წლიდან დღემდე თბილისში 2.600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს გულისხმობს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შეჯამებისას. „დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა. არ არსებობს სივრცე, ეს იქნება პატარა სკვერი თუ დიდი საქალაქო პარკი, რომელსაც კარგ ამინდში უამრავი, სხვადასხვა ასაკის ადამიანი არ სტუმრობს. ჩვენთვის ეს არის სიგნალი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ", - განაცხადა ბასილაიამ. მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თბილისის ტყეზე ზრუნვა - 2018-2025 წლებში ტყე 142 ჰექტარზე მეტ ფართობზე აღდგა და განახლდა, დაირგო 80 ათასზე მეტი ხე. მერიის ინფორმაციით, ბოლო წლებში თბილისის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა ფიტოსანიტარიული სამუშაოები, გეგმური სანიტარიული ჭრები, ბალახის თესვისა და მულჩირების სამუშაოები, გზაგამყოფებისა და საგზაო კუნძულების მოწყობა-მოწესრიგება, რომელიც უკვე 75 მისამართზე განხორციელდა. მისივე თქმით, დედაქალაქში 36 ახალი შადრევანი მოეწყო, 23 კი რეაბილიტირდა; დაირგო 700 ათასამდე მწვანე ნარგავი. პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ახალ პარკებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პარკები მოეწყო ისეთ ადგილებზეც კი, სადაც მანამდე სარეკრეაციო სივრცე არასდროს ყოფილა და ამის ნათელი მაგალითია ზღვისუბნის პარკი. „აქ წლების განმავლობაში იყო ჭაობი, ანტისანიტარია. ამ პროექტის განხორციელებაში 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ერთი წელი მხოლოდ დაჭაობებული ნიადაგის გატანისთვის დაგვჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით სამუშაოების განხორციელება. პარკი შარშან გავხსენით, თუმცა გამწვანების სამუშაოებს ვაგრძელებთ", - განაცხადა ბასილაიამ. მერიის ცნობით, პარკები ასევე მოეწყო ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში, ასევე გაკეთდა ლიბანის სკვერი, ბავშვთა ქალაქ "მზიურის" გასხვისებული, დაახლოებით, 1,5 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს და მიემატა "მზიურის" პარკს, რომელიც ახლა უკვე 16 ჰექტარს მოიცავს. რაც შეეხება არსებული პარკების რეაბილიტაციას, განახლდა სარაჯიშვილის ბულვარი და სკვერი (2.5 ჰა), მარშალ გელოვანის სახელობის სკვერი, ვაკის პარკი, პუშკინის სკვერი, გამსახურდიას სახელობის სკვერი (ე.წ. გეგეშიძის ბაღი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტექსელის სკვერს, გორგასლის ბულვარს, მუხიანის პარკს, სამგორის პარკს; სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მოეწყო პარკი, ხოლო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში - ციციშვილის პარკი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23126/74/231267464_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_ae0f7841dab14f65e43c4c0ee8e38c07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი
რამდენი პარკი და სკვერი მოეწყო თბილისში: მერიის ანგარიში
მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. 2018 წლიდან დღემდე თბილისში 2.600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს გულისხმობს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შეჯამებისას.
„დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა. არ არსებობს სივრცე, ეს იქნება პატარა სკვერი თუ დიდი საქალაქო პარკი, რომელსაც კარგ ამინდში უამრავი, სხვადასხვა ასაკის ადამიანი არ სტუმრობს. ჩვენთვის ეს არის სიგნალი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ", - განაცხადა ბასილაიამ.
მერის მოადგილის განცხადებით, დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თბილისის ტყეზე ზრუნვა - 2018-2025 წლებში ტყე 142 ჰექტარზე მეტ ფართობზე აღდგა და განახლდა, დაირგო 80 ათასზე მეტი ხე.
მერიის ინფორმაციით, ბოლო წლებში თბილისის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა ფიტოსანიტარიული სამუშაოები, გეგმური სანიტარიული ჭრები, ბალახის თესვისა და მულჩირების სამუშაოები, გზაგამყოფებისა და საგზაო კუნძულების მოწყობა-მოწესრიგება, რომელიც უკვე 75 მისამართზე განხორციელდა.
მისივე თქმით, დედაქალაქში 36 ახალი შადრევანი მოეწყო, 23 კი რეაბილიტირდა; დაირგო 700 ათასამდე მწვანე ნარგავი.
პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ახალ პარკებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პარკები მოეწყო ისეთ ადგილებზეც კი, სადაც მანამდე სარეკრეაციო სივრცე არასდროს ყოფილა და ამის ნათელი მაგალითია ზღვისუბნის პარკი.
„აქ წლების განმავლობაში იყო ჭაობი, ანტისანიტარია. ამ პროექტის განხორციელებაში 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ერთი წელი მხოლოდ დაჭაობებული ნიადაგის გატანისთვის დაგვჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით სამუშაოების განხორციელება. პარკი შარშან გავხსენით, თუმცა გამწვანების სამუშაოებს ვაგრძელებთ", - განაცხადა ბასილაიამ.
მერიის ცნობით, პარკები ასევე მოეწყო ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში, ასევე გაკეთდა ლიბანის სკვერი, ბავშვთა ქალაქ "მზიურის" გასხვისებული, დაახლოებით, 1,5 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს და მიემატა "მზიურის" პარკს, რომელიც ახლა უკვე 16 ჰექტარს მოიცავს.
რაც შეეხება არსებული პარკების რეაბილიტაციას, განახლდა სარაჯიშვილის ბულვარი და სკვერი (2.5 ჰა), მარშალ გელოვანის სახელობის სკვერი, ვაკის პარკი, პუშკინის სკვერი, გამსახურდიას სახელობის სკვერი (ე.წ. გეგეშიძის ბაღი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტექსელის სკვერს, გორგასლის ბულვარს, მუხიანის პარკს, სამგორის პარკს; სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მოეწყო პარკი, ხოლო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში - ციციშვილის პარკი.