https://sputnik-georgia.com/20250710/saqartvelosi-xorblis-mosavals-ireben-prognozi-294114078.html
საქართველოში ხორბლის მოსავალს იღებენ - პროგნოზი
საქართველოში ხორბლის მოსავალს იღებენ - პროგნოზი
Sputnik საქართველო
მომდევნო თვენახევარ-ორ თვეში, თუ მსოფლიოში გარკვეული კატაკლიზმები არ მოხდება, ხორბლის ფასებმა შესაძლოა ოდნავ დაიწიოს, ვარაუდობს ექსპერტი 10.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-10T21:05+0400
2025-07-10T21:05+0400
2025-07-10T21:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1c/269836879_0:6:2309:1305_1920x0_80_0_0_fdb1bed044a6eef09f45763395b2540d.jpg
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. საქართველოში ხორბლის მოსავალი 2025 წელს შესაძლოა 200 ათასი ტონა იყოს, რაც დაახლოებით 35%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.ექსპერტის თქმით, საქართველოში წვიმებმა მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესი დროებით შეანელა, ასევე ეს მის ხარისხზე აისახა და სასურსათო ხორბალი არასასურსათოს კატეგორიაში გადავიდა.მისი თქმით, მოსავლის პროგნოზი უახლოეს დღეებში შეიძლება დაკორექტირდეს, მათ შორის ხარისხობრივი მაჩვენებლებითაც.სილაგავას თქმით, 2024 წლის სასტარტო ფასები 1 კგ სასურსათო ხორბალზე დაახლოებით 60 თეთრის ფარგლებში იყო. დღეს წისქვილკომბინატებში ჩაბარების ფასი მაქსიმუმ 70 თეთრია, ხოლო 65 თეთრი ქვედა ზღვარია.მისი თქმით, მომდევნო თვენახევარ-ორ თვეში, თუ მსოფლიოში გარკვეული კატაკლიზმები არ მოხდება, ხორბლის ფასებმა შესაძლოა ოდნავ დაიწიოს. როგორც სილაგავამ განაცხადა, ხორბლის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 3-4 ლარით შემცირდეს.„ამჟამად 1 ტომარა ფქვილის ფასი 56 ლარის ფარგლებშია. ესაა პირველი ხარისხის ფქვილი, რისგანაც პური ცხვება. ხორბლის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, ფასმა დაიწიოს, ტომარაზე, დაახლოებით, სამი-ოთხი ლარით”- განაცხადა სილაგავამ.ბაზრის მიმოხილვახორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 1%-ით გაიზარდა და 148,5 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესმა ფართობმა შეადგინა 54 ათასი ჰექტარი, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2023 წელთან შედარებით 7,7%-ით გაიზარდა და 2,8 ტონა შეადგინა.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელთა წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1c/269836879_194:0:2227:1525_1920x0_80_0_0_1b22ec124d32428cd790cf8b2a900ef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ხორბლის მოსავალს იღებენ - პროგნოზი
მომდევნო თვენახევარ-ორ თვეში, თუ მსოფლიოში გარკვეული კატაკლიზმები არ მოხდება, ხორბლის ფასებმა შესაძლოა ოდნავ დაიწიოს, ვარაუდობს ექსპერტი
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. საქართველოში ხორბლის მოსავალი 2025 წელს შესაძლოა 200 ათასი ტონა იყოს, რაც დაახლოებით 35%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
ექსპერტის თქმით, საქართველოში წვიმებმა მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესი დროებით შეანელა, ასევე ეს მის ხარისხზე აისახა და სასურსათო ხორბალი არასასურსათოს კატეგორიაში გადავიდა.
„წელს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200 000 ტონაა, ანუ შარშანდელთან შედარებით ცოტა მეტია. ეს 200.000 ტონა სასურსათო და არასასურსათო ხორბლის ჯამია“, - განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, მოსავლის პროგნოზი უახლოეს დღეებში შეიძლება დაკორექტირდეს, მათ შორის ხარისხობრივი მაჩვენებლებითაც.
სილაგავას თქმით, 2024 წლის სასტარტო ფასები 1 კგ სასურსათო ხორბალზე დაახლოებით 60 თეთრის ფარგლებში იყო. დღეს წისქვილკომბინატებში ჩაბარების ფასი მაქსიმუმ 70 თეთრია, ხოლო 65 თეთრი ქვედა ზღვარია.
„ეს ფერმერებისთვის რეალურად კარგია“, – განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, მომდევნო თვენახევარ-ორ თვეში, თუ მსოფლიოში გარკვეული კატაკლიზმები არ მოხდება, ხორბლის ფასებმა შესაძლოა ოდნავ დაიწიოს. როგორც სილაგავამ განაცხადა, ხორბლის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 3-4 ლარით შემცირდეს.
„ამჟამად 1 ტომარა ფქვილის ფასი 56 ლარის ფარგლებშია. ესაა პირველი ხარისხის ფქვილი, რისგანაც პური ცხვება. ხორბლის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, ფასმა დაიწიოს, ტომარაზე, დაახლოებით, სამი-ოთხი ლარით”- განაცხადა სილაგავამ.
ხორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 1%-ით გაიზარდა და 148,5 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესმა ფართობმა შეადგინა 54 ათასი ჰექტარი, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2023 წელთან შედარებით 7,7%-ით გაიზარდა და 2,8 ტონა შეადგინა.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეისყიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ამ უკანასკნელთა წილი 95%-ს შეადგენდა, რადგან ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.