https://sputnik-georgia.com/20250710/metro-varketili-45-drit-iketeba-mgzavrebs-damatebiti-avtobusi-moemsaxureba-294113840.html
მეტრო „ვარკეთილი" 45 დღით იკეტება: მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება
მეტრო „ვარკეთილი" 45 დღით იკეტება: მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება
Sputnik საქართველო
დამატებითი ავტობუსი იმოძრავებს წრიულად - მეტროს სადგურ "სამგორის" ზედა გასასვლელიდან მეტროს სადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე. 10.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-10T19:56+0400
2025-07-10T19:56+0400
2025-07-10T19:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417639_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ac750ce53e545df5a67ea415319613ec.jpg
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაციის პერიოდში დამატებითი მარშრუტი დაინიშნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური „ვარკეთილი" 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. კალაძის განცხადებით, N174 ავტობუსი მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. თბილისის მერმა მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება. პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, თაღის მიღმა არსებული სიცარიელეები შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შეივსება. ასევე, განხორციელდება თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაციის პროექტი შპს "პრობილდ ექსპერტის" მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417639_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f564e2d15bede0ccccf95712123a4342.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
მეტრო „ვარკეთილი" 45 დღით იკეტება: მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება
დამატებითი ავტობუსი იმოძრავებს წრიულად - მეტროს სადგურ "სამგორის" ზედა გასასვლელიდან მეტროს სადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაციის პერიოდში დამატებითი მარშრუტი დაინიშნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური „ვარკეთილი" 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება.
კალაძის განცხადებით, N174 ავტობუსი მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
„აღნიშნული ტერიტორიიდან, კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროს სადგურ "სამგორის" ზედა გასასვლელიდან მეტროს სადგურ „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება.
პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, თაღის მიღმა არსებული სიცარიელეები შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შეივსება. ასევე, განხორციელდება თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს.
აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაციის პროექტი შპს "პრობილდ ექსპერტის" მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.