https://sputnik-georgia.com/20250710/didtovlobit-dazaralebuli-beneficiarebis-dasaxmareblad-ganacxadebis-mireba-iwyeba-294112939.html
დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღება იწყება
დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღება იწყება
Sputnik საქართველო
სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს. 10.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-10T20:37+0400
2025-07-10T20:37+0400
2025-07-10T20:37+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში–2018
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292243823_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_6c7825a5a8a9a9f80fe7c70382257e0f.jpg
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა ბენეფიციარებმა ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიანმა თოვამ მოსახლეობიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის", "საპილოტე პროგრამა ქალებისთვის" და "გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარები.სააგენტოს ცნობით, განაცხადები მიიღება 22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის document@rda.gov.ge საშუალებით. ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა. პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25 ათასი ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40 ათასი ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100 ათასი ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია თებერვალში გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში შექმნილი ფერმერული მეურნეობების აღდგენა.უწყების ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292243823_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_d6a8aefa32e8c12390523ecde994b891.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში–2018
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში–2018
დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღება იწყება
სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს.
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებულმა ბენეფიციარებმა ფინანსური დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში რამდენიმედღიანმა თოვამ მოსახლეობიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის", "საპილოტე პროგრამა ქალებისთვის" და "გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარები.
სააგენტოს ცნობით, განაცხადები მიიღება 22 ივლისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის document@rda.gov.ge საშუალებით.
ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამმუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.
პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25 ათასი ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40 ათასი ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამმუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100 ათასი ლარის ოდენობით.
პროგრამის მიზანია თებერვალში გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში შექმნილი ფერმერული მეურნეობების აღდგენა.
უწყების ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტო თანადაფინანსებას გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი სრულად აღადგენს დაზიანებულ ობიექტს.